www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი
მომწოდებელი: ინექსფონი
გამოქვეყნდა: 27 აპრილი / განცხადების ვადა: 27 მაისი

სატელეკომუნიკაციო კომპანია "ინექსფონი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.

"ინექსფონი" ბაზარზე 2007 წლიდან ოპერირებს, ამ ხნის განმავლობაში კომპანიამ მნიშვნელოვნად გააფართოვა თავისი მომსახურების სფერო. დღეისათვის "ინექსფონის" გუნდი თავის მომხმარებლებს სთავაზობს: სატელეფონო მომსახურებას, რომელიც მოიცავს როგორც საოფისე ატეესის მოწყობას, ასევე - აბონენტებისთვის მობილური აპლიკაციის გაწერას, ქსელის ადმინისტრირებას, Smart ტექნოლოგიებით უზრუნველყოფას და ყოველთვიურ IT მომსახურებას.

სამუშაო ადგილი: თბილისი, წერეთლის გამზირი N118, ექსპო ჯორჯიას პირველი პავილიონი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი; 10:00-18:00
ანაზღაურება: 875 ლარი (დარიცხული) + ბონუსი
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე

ფუნქცია-მოვალეობები:

** ვიდეო სამეთვალყურეო სისტემების ტექნიკური ინსტალაცია და ტექნიკური მხარდაჭერა;
** პერიფერიული მოწყობილობების ინსტალაცია და კონფიგურაცია;
** კომპიუტერულ სისტემების ინციდენტებზე რეაგირება, იდენტიფიცირება და აღმოფხვრა;
** მომხმარებლის მიერ დაფიქსირებული ტექნიკური პრობლემის მიღება. იდენტიფიცირება და მოგვარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ტექნიკური მიმართულებით;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება აღნიშნულ სფეროში;
** ქსელის მუშაობის პრინციპების ცოდნა,
** კომპიუტერული ტექნიკის, პერიფერიული მოწყობილობების ცოდნა;
** ავტომობილის მართის მოწმობა: კატეგორია B.
** აუცილებელია საკუთარი ავტომობილის ყოლა.

პიროვნული უნარები:

** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** მომსახურების ხარისხსა და მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობა;
** ორგანიზებულობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

** თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** სატელეფონო მომსახურების კორპორაციულ პირობებს;
** საწვავით უზრუნველყოფა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@inexphone.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.

"ინექსფონი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |