www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: HoReCa-ს დისტრიბუციის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ჯანსაღი სასმელების კომპანია
გამოქვეყნდა: 27 აპრილი / განცხადების ვადა: 26 მაისი

"ჯანსაღი სასმელების კომპანია" აცხადებს ვაკანსიას: HoReCa-ს დისტრიბუციის ხელმძღვანელის პოზიციაზე

შპს "ჯანსაღი სასმელების კომპანია" დაარსდა 2020 წლის ივნისში და აწარმოებს ჯანსაღ არაალკოჰოლურ გაზიან სასმელებს. კომპანია დაკომპლექტებულია ახალგაზრდა, მოტივირებული, კვალიფიციური და ენთუზიაზმით აღსავსე გუნდით. ჩვენ გვაქვს გრძელვადიანი და მრავალფეროვანი გეგმები/იდეები, ორიენტირებული ვართ რა პრემიუმ სეგმენტების პროდუქციის წარმოებაზე (მომავალში იმპორტზეც) და შესაბამის ბაზარზე მნიშვნელოვანი წილის დაკავებაზე.

გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ აუცილებელ მოთხოვნებს და მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ აკმაყოფილებთ ყველა მათგანს.
მადლობა!

აუცილებელი მოთხოვნები:

** დისტრიბუციის სფეროში მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** Horeca-ს დისტრიბუციაში მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** საკუთარი ავტომობილი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველი ბიზნეს ადმინისტრირების/მარკეტინგის/ეკონომიკის ან მსგავსი მიმართულებით);
** ინგლისური და რუსული ენების მინიმუმ სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების MS Office-ის სრულყოფილად ცოდნა;
** სამუშაო გამოცდილება გაყიდვების ან/და კლიენტთა მომსახურების სფეროში

ფუნქცია-მოვალეობები:

** გაყიდვების გეგმის შედგენა და პერიოდული განახლება;
** მუდმივი ზრუნვა და კოორდინაცია, როგორც გაყიდვების ჯგუფის, ასევე პირადი გაყიდვების გეგმის შესრულებაზე;
** მუდმივი რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
** პოტენციური კლიენტების მოძიება და გრძელვადიან პარტნიორობაზე დაფუძნებული ურთიერთობის დამყარება;
** გაყიდვების შემდგომი მომსახურების და საჭირო მარკეტინგული აქტივობების უზრუნველყოფა (რომელიც დამტკიცებული იქნება კომპანიის მარკეტინგის დეპარტამენტის მიერ);
** ბაზრის შესწავლა/ანალიზი, კლიენტების საჭიროებისა და მოთხოვნების განსაზღვრა;
** შეხვედრების ორგანიზება და პრეზენტაციების ჩატარება;
** ფინანსური რისკების შეფასება და პრევენციის მიზნით რეკომენდაციების მომზადება;
** ფინანსური აუდიტის პროცესში მონაწილეობის მიღება.
** შეკვეთების მიღება, დამუშავება და შესაბამის სამსახურებთან კოორდინირებულად პროცესის უზრუნველყოფა/კონტროლი;
** გაყიდვების პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტების წარმოება;

პიროვნული თვისებები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროისა და დედლაინების მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** აქტიური, ინიციატივიანი და კომუნიკაბელური;
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;

ჩვენ გთავაზობთ:

** სასიამოვნო და კომფორტულ გარემოს, ახალგაზრდა, შედეგზე ორიენტირებულ და ენთუზიაზმით აღსავსე გუნდთან ერთად;
** პირველი ხელშეკრულების ხანგრძლივობა: 3 თვე (გამოსაცდელი ვადა)
** ანაზღაურება გამოსაცდელი ვადის პერიოდში: ფიქსირებული ხელფასი - 1200-1500 ლარი + ბონუსი:
** ანაზღაურება გამოსაცდელი ვადის დასრულების შემდეგ: ფიქსირებული ხელფასი - 1300-1700 ლარი + ბონუსი
** საბუნუსე ანაზღაურების მოცულობა: (1)" პროგრამა მინიმუმის" შესრულების შემთხვევაში -ხელფასის 30-40%. (2) "პროგრამა ოპტიმალურის" შესრულების შემთხვევაში -ხელფასის 50-60%. (3)"პროგრამა მაქსიმუმის" შესრულების შემთხვევაში - ხელფასის 80-100%;
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00;
** სამუშაო ადგილი: თბილისი;
** პერიოდული მივლინებები, რომელიც სრულად დაფინანსდება კომპანიის მხრიდან;
** ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური/საოჯახო);
** ავტომობილის დანახარჯების ანაზღაურება:
** სამუშაო პროცესისთვის საჭირო საწვავით სრულად უზრუნველყოფა;

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ფოტო სურათით (ფოტოსურათი აუცილებელია) შემდეგ მისამართზე: info@hbc.ge არაუგვიანეს 26 მაისისა.

კანდიდატურა არ განიხილება თუ Subject-ში არ იქნება მითითებული პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |