www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ზარალების ადმინისტრირების ოფიცერი
მომწოდებელი: New Vision Insurance
გამოქვეყნდა: 27 აპრილი / განცხადების ვადა: 27 მაისი

"ნიუ ვიჟენ დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას ზარალების ადმინისტრირების ოფიცრის თანამდებობაზე.

დაქვემდებარება: დაზღვევის ანაზღაურების უფროსი მენეჯერი
სამუშაო განაკვეთი: სრული

ფუნქცია მოვალეობები:

** სადაზღვევო შემთხვევების პროგრამაში რეგისტრაცია;
** სადაზღვევო შემთხვევის რეგულირებისათვის საჭირო დოკუმენტაციის შესაბამისი უწყებებიდან გამოთხოვა;
** დოკუმენტაციის სრულყოფის მიზნით მომხმარებლებთან კომუნიკაცია;
** შეთანხმებების, გადაწყვეტილებებისა და დასკვნების მომზადება და მომხმარებლებისათვის გაცნობა;
** არასამედიცინო დაზღვევის დამატებითი მომსახურებების რეგისტრაციის/რეგულირების სრული პროცესის მართვა;
** შესრულებული სამუშაოს პროგრამაში ასახვა და რეპორტინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

აუცილებელი:

** უმაღლესი განათლება;
** MS Office პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.

პიროვნულობა:

** მოტივირებული;
** პასუხისმგებლიანი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** კომუნიკაბელური;
** გუნდური;
** მოლაპარაკებების უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** სწრაფად განვითარების შესაძლებლობას;
** მომხმარებელზე, თანამშრომელზე ორიენტირებულ კულტურას;
** მეგობრულ და გუნდურ სამუშაო გარემოს.

სადაზღვევო კომპანიის მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ: ეთანხმებით, რომ სს "ნიუ ვიჟენ დაზღვევა" უფლებამოსილია, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით, დასაქმების მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები; ადასტურებთ, რომ იცით თქვენი უფლება, მიიღოთ ინფორმაცია სს "ნიუ ვიჟენ დაზღვევას" მიერ თქვენს შესახებ დამუშავებულ პერსონალურ მონაცემთა თაობაზე, ასევე, კანონით დადგენილი წესით, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება; ანიჭებთ სს "ნიუ ვიჟენ დაზღვევას" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები*, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით**.

* გარდა ნასამართლობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციისა (თუ ის მოთხოვნილი იყო), რაც განადგურდება თქვენი დასაქმების შესახებ დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებისთანავე;
** 1 (ერთი) წლის განმავლობაში, სადაზღვევო კომპანიაში თქვენი დაუსაქმებლობის შემთხვევაში, ამ ვადის გასვლისთანავე, სრულად განადგურდება თქვენს შესახებ მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმით არსებული ყველა ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, შემდეგ მისამართზე: Vacancy@nvi.ge.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |