www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: კაფეთა ქსელი პიატო
გამოქვეყნდა: 4 მაისი / განცხადების ვადა: 20 მაისი

კომპანია "ბიბლუსის" კაფეთა ქსელი "პიატო" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე ქალაქ თბილისში.

ძირითადი მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

ძირითადი მოვალეობა:

** კერძების მომზადება;
** ტექნოლოგიური სტანდარტების და კალკულაციის დაცვა;
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;
** სამუშაო დღის დაწყებამდე და სამუშაო დღის დასასრულისას სამზარეულოს ინვენტარის მოწესრიგება და დასუფთავება.

აუცილებელი უნარები:

** პუნქტუალურობა;
** ინტენსიურ პირობებში მუშაობის უნარი;
** შრომისმოყვარეობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ვაკანსიის ადგილმდებარეობა: თბილისი.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე hr@piatto.ge 2021 წლის 20 მაისის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |