www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი
გამოქვეყნდა: 4 მაისი / განცხადების ვადა: 31 მაისი

25 წლიანი გამოცდილების მქონე "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინდუსტრიული ჰოლდინგია საქართველოში. მისი ბიზნეს პორტფელი მოიცავს ელექტროენერგიის გამომუშავებას (ჰიდრო, ბუნებრივ აირზე და ნახშირზე მომუშავე სადგურები), ბუნებრივი აირით ვაჭრობასა და უძრავი ქონების მართვას. 2006 წელს, ქართულ ბაზარზე 25 წლიანი ბიზნეს საქმიანობის გამოცდილების მქონე კომპანიამ ჰოლდინგის სახე მიიღო. მეტი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ კომპანიის საიტს: www.gig.ge

"საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის" შვილობილი კომპანია "ნეოგაზი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მარკეტინგული და სარეკლამო კამპანიების/აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
** სააგენტოებთან და ვენდორებთან კომუნიკაცია და თანამშრომლობა;
** კომპანიის ვებ-გვერდისა და მობილური აპლიკაციის მართვა და განვითარება;
** სოციალურ ქსელსა და ინტერნეტ სივრცეში ბრენდის კომუნიკაციის მართვა;
** ციფრული არხებისთვის კონტენტის შექმნა (ზოგადი პოსტების, ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის განთავსება);
** სოციალურ ქსელებში შემოსულ ნებისმიერ კითხვაზე რეაგირება;
** კომპანიის საპრეზენტაციო/სარეკლამო მასალების მომზადება;
** გაზგასამართ სადგურებზე პერიოდული ვიზიტი და შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა ხელმძღვანელისათვის;
** ბაზრის შესწავლა და შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა ხელმძღვანელისათვის;
** საცალო და კორპორატიული კლიენტების კმაყოფილების კვლევების დაგეგმვა და განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ სფეროში;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა; სასურველია Photoshop, Illustrator-ის საშუალო დონეზე ცოდნა;
** სასურველია სოციალური არხების და ვებ-გვერდების მართვის გამოცდილება;
** ქართული ენის ზედმიწევნით კარგად ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** კრეატიული აზროვნება;
** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@gig.ge. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს რეზიუმეს ვერ განვიხილავთ.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |