www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: HR ჯენერალისტი
მომწოდებელი: თბილღვინო
გამოქვეყნდა: 4 მაისი / განცხადების ვადა: 4 ივნისი

"თბილღვინო" ქართული ღვინის მწარმოებელი წამყვანი კომპანიაა საქართველოში, რომლის პროდუქციასაც მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში იცნობენ, აფასებენ და ენდობიან. "თბილღვინოს" ისტორია ათეულობით წელს ითვლის და ჯერ კიდევ გასული საუკუნიდან იწყება. 1962 წელს საქართველოში ყველაზე დიდი ღვინის საწარმო გაიხსნა, რომელიც 90 იან წლებში კერძო კომპანიად იქცა და მალევე დაიმკვიდრა მნიშვნელოვანი ადგილი საერთაშორისო ბაზარზე. "თბილღვინოს" გაშენებული ვენახების ფართობმა 306 ჰექტარს მიაღწია. ვენახებში გაშენებულია საფერავის ჯიშის ყურძენი და მდებარეობს ქინძმარაულისა და მუკუზნის მიკროზონებში. ჯამში, კახეთის რეგიონში, "თბილღვინოს" ვენახებში 350-მდე სამუშაო ადგილია შექმნილი.

"თბილღვინო" აცხადებს ვაკანსიას HR ჯენერალისტის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ყველა საჭირო ადმინისტრაციული დოკუმენტის განახლება: თანამშრომელთა ბაზები, პირადი საქმეები, ხელშეკრულებები, საბანკო და სადაზღვევო ბაზები;
** უზრუნველყოს HR სოფტში ინფორმაციების სწორი და დროული აღრიცხვა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი რეპორტების მიღება;
** უზრუნველყოს თანამშრომლებისთვის ნამუშევარი საათების აღრიცხვიანობისა და სამუშაოზე დაგვიანების რეპორტების გაცნობა;
** გააფორმოს ახალ თანამშრომელთან შრომითი ხელშეკრულება და უზრუნველყოს კონტრაქტების დროულად მიწოდება ბუღალტერიისთვის;
** იზრუნოს ახალი თანამშრომლისთვის შესაბამისი საჭირო ინვენტარით უზრუნველყოფაზე;
** ბუღალტერიისთვის ინფორმაციის დროული მიწოდება ახალი თანამშრომლის მიღების შემთხვევაში;
** მოამზადოს და გასცეს სხვადასხვა დოკუმენტაცია: ბრძანებები, სარეკომენდაციო წერილები, ცნობები, გაფრთხილებები; საყვედურები;
** წარმართოს ხელფასების გაცებისთვის ყველა საჭირო ინფორმაციის სოფტის საშუალებით დამუშავება: მივლინება, შვებულება, ბიულეტენი, ზეგანაკვეთური, გაცდენა;
** მართოს თანამშრომლების დაზღვევასთან დაკავშირებული საკითხები;
** მართოს თანამშრომელთა დისციპლინარული საკითხები;
** წარმართოს სწორი კომუნიკაცია (მეილით, ტელეფონით) საჭირო პირებთან;
** მოახდინოს თანამშრომელთა საჭიროების დროული იდენტიფიცირება და მათზე დროული რეაგირება, უზრუნველყოს თანამშრომელთა კმაყოფილების კვლევის განხორციელება, ანალიზი და ანალიზის საფუძველზე შესაბამისი რეაგირება;
** მოახდინოს სწრაფი რეაგირება თანამშრომელთა თხოვნებსა და საჩივრებზე;
** განიხილოს თანამშრომლებისგან მიღებული შენიშვნები და აღმოფხვრას მათი გამომწვევი მიზეზები;
** კომპანია უზრუნველყოს დამატებითი კომპეტენტური თანამშრომლებით პროცედურის დაცვით, მითითებულ ვადაში;
** კომპანიის ინტერესების გათვალისწინებით უზრუნველყოს თანამშრომლის გაშვება, კომპენსაციების განსაზღვრა შესაბამისი პროცედურის დაცვით;
** მიიღოს მიმართულების ხელმძღვანელებისგან საჭირო პერსონალით უზრუნველყოფის დავალება, დაგეგმოს და განახორციელოს შესაბამისი შერჩევის პროცესი;
** უზრუნველყოს გასაუბრებების დაგეგმვა, ორგანიზება, კანდიდატების ბაზების წარმოება, რეზიუმეების გადარჩევა, I ეტაპის გასაუბრებების დაგეგმვა, განხორციელება;
** ტრენინგების წლიური გეგმის გათვალისწინებით, დაგეგმოს და ხელი შეუწყოს ტრენინგების განხორციელებას და უზრუნველყოს ტრენინგის შედეგების კვლევა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება აღნიშნულ პოზიციაზე: აუცილებელია ადმინისტრაციული და პერსონალის შერჩევის მიმართულებით;
** ენების ცოდნა: ინგლისური, რუსული B2 დონეზე.

პროფესიული უნარები:

** გუნდურად მუშაობის უნარი და გამოცდილება;
** დროის მართვისა და შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი;
** სტრესულ, ექსტრემალურ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** დავალებების სწორად გადანაწილება;
** პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა.

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობა;
** ძლიერი ანალიტიკური აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** მოტივირებული, კრეატიული;
** გამოსავლის ალტერნატიული გზების ძიების უნარი;
** სიახლის ათვისების უნარი;
** პუნქტუალური, სწრაფი;
** მოქნილობა, მოხერხებულობა;
** მივლინებებში გამგზავრების შესაძლებლობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** ღირებულებებზე დაფუძნებულ, ძლიერ კორპორაციულ კულტურაში მუშაობის შესაძლებლობას;
** პროფესიული განვითარებისა და საექსპორტო გაყიდვებში გამოცდილების დაგროვების შესაძლებლობას;
** სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** სხვა დამატებით ბენეფიტებს.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 4 ივნისის ჩათვლით ელექტრონულ მისამართზე: hr@tbilvino.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

CV-ის გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "თბილღვინომ" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |