www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ასისტენტი - ქცევათმეცნიერება
მომწოდებელი: შოთაძის სახ. თბილისის სამედიცინო აკადემია
გამოქვეყნდა: 28 მაისი / განცხადების ვადა: 30 ივნისი

ვაკანსია N TMA05
აკადემიური თანამდებობა: ასისტენტი ქცევათმეცნიერების მიმართულებით

პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია (თსა) ერთ-ერთი პირველი კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა საქართველოში. თსა დაარსდა 1992 წელს და წარმატების 29-წლიანი ისტორია აქვს.

თსა-ს მისია: "თსა, როგორც სტუდენტზე ორიენტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, ინოვაციური მიდგომით და მტკიცებულებებზე დაფუძნებული ცოდნის გამოყენებით უზრუნველყოფს ეროვნული და საერთაშორისო ჯანდაცვის მიმართულებით პროფესიონალების მომზადებას. ამავდროულად, კვლევაზე დაფუძნებული აქტივობების განხორციელებით წვლილი შეაქვს საქართველოს საზოგადოების განვითარებაში."

თბილისის სამედიცინო აკადემია აცხადებს კონკურსს ასისტენტის აკადემიურ თანამდებობაზე ქცევათმეცნიერების მიმართულებით 3 (სამი) წლის ვადით.

სავალდებულო კვალიფიკაცია:

** კონკურსანტი უნდა იყოს სადოქტორო პროგრამის სტუდენტი (შესაბამის დარგში);
** საბაზისო საფეხურზე არჩევის შემთხვევაში პროფესიული ნიშნით ბოლო 7 (შვიდი) წლის განმავლობაში საგრანტო-კვლევით პროექტებში მონაწილეობა, აგრეთვე პროექტ(ებ)ის ავტორობა/თანაავტორობა;
** კლინიკურ საფეხურზე/კლინიკურ დეპარტამენტში არჩევის შემთხვევაში შესაბამის სპეციალობაში ექიმის სერტიფიკატი და უკანასკნელი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში კლინიკური მუშაობის გამოცდილება;
** ბოლო 5 (ხუთი) წლის მანძილზე გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომ(ებ)ი;
** ინგლისური ენის ცოდნა პროფესიულ (C1) დონეზე.

სასურველი/დამატებითი კვალიფიკაცია:

** აკადემიური საბჭოს (ან მსგავსი ფუნქციის მქონე საბჭოების), ეროვნული და საერთაშორისო ორგანიზაციების წევრობა;
** სამაგისტრო ნაშრომების, სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ხელმძღვანელობა, კონსულტანტობა, რეცენზენტობა;
** სამეცნიერო კონფერენციებსა და ტრენინგებში მომხსენებლის სტატუსით მონაწილეობის გამოცდილება (შესაბამის დისციპლინაში/პროფესიულ სფეროში);
** სამეცნიერო ჟურნალის რედკოლეგიის წევრობა, წიგნის/კრებულის რედაქტორობა, ავტორობა ან რეცენზენტობა;
** ექიმის სერტიფიკატი შესაბამის საექიმო სპეციალობაში;
** პროფესიული ნიშნით საბაზისო საფეხურზე არჩევის შემთხვევაში ბოლო 3 (სამი) წლის განმავლობაში საგრანტო-კვლევით ეროვნულ და საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა, აგრეთვე პროექტ(ებ)ის ავტორობა/თანაავტორობა.

წარმოსადგენი საბუთები:

** განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე თსა-ს მიერ დადგენილი ფორმით - ივსება ადგილზე ან ელექტრონულად;
** პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი;
** ავტობიოგრაფია (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე;
** უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი;
** სადოქტორო პროგრამაზე სწავლის დამადასტურებელი ცნობა;
** რეკომენდაცია შესაბამისი სამეცნიერო მიმართულების 1 პროფესორის/ასოცირებული პროფესორისაგან;
** საბაზისო საფეხურზე პროფესიული ნიშნით კონკურსში მონაწილეობის შემთხვევაში ბოლო 7 (შვიდი) წლის განმავლობაში საგრანტო ეროვნულ და საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის, აგრეთვე პროექტ(ებ)ის ავტორობის/თანაავტორობის დამადასტურებელი ცნობა;
** კლინიკურ საფეხურზე/კლინიკური დეპარტამენტის კონკურსში მონაწილეობის შემთხვევაში შესაბამის სპეციალობაში ექიმის სერტიფიკატი და უკანასკნელი 5 (ხუთი) წლის მანძილზე კლინიკური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი ცნობა;
** ბოლო 5 (ხუთი) წლის მანძილზე გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების სია, სასურველია მითითებული იყო ელ. ბმულები.

კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში აპლიკანტებმა კონტრაქტის გაფორმებამდე დამატებით სავალდებულოა წარმოადგინონ:

** ნასამართლეობის ცნობა;
** უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში უცხოეთში მიღებული განათლების/ კვალიფიკაციის საქართველოში აღიარების დოკუმენტი.

საბუთების მიღება იწარმოებს 2021 წლის 28-30 ივნისს, 11-დან 17 სთ-მდე, პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიაში, შემდეგ მისამართზე: თბილისი, ქეთევან წამებულის გამზირი 51/2, III სართული, ოთახი 302. ტელ: 291 24 84.

პლიკანტებს ასევე შეუძლიათ განცხადება და შესაბამისი დოკუმენტაცია გამოაგზავნონ ელექტრონულად, შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@tma.edu.ge

კონკურსი ჩატარდება 2021 წლის 09 ივლისს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |