www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: ბორჯომი ვოთერსი
გამოქვეყნდა: 28 მაისი / განცხადების ვადა: 27 ივნისი

სადისტრიბუციო კომპანია "შპს ბორჯომი ვოთერსი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.

კომპანიის ძირითადი საქმიანობა არის: 19 ლიტრიანი ბაკურიანის წყლის ბალონებით და დისპენსერით ოფისებისა და სახლების მომარაგება,
ასევე https://mywatershop.ge/- საიტზე შემოსული შეკვეთების მიწოდება.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი. ვ.სარაჯიშვილის 9
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-შაბათი
ანაზღაურება: გამომუშავებით

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის კუთვნილი ა/ს საშუალების მართვა დადგენილი მარშრუტით;
** კომპანიის პროდუქციის უსაფრთხო ტრანსპორტირება დანიშნულ ადგილამდე;
** პროდუქციის დატვირთვა, გადმოტვირთვა და შეტანა სავაჭრო ობიექტზე;
** შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა;
** კომპანიის კუთვნილი ა/ს საშუალების ტექნიკური შემოწმება და სისუფთავის კონტროლი.

მოთხოვნები:

** მართვის მოწმობა C კატეგორია აუცილებელია
** სატვირთო ავტომობილის მართვის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, რეზიუმე გამოგზავნონ შემდეგ მისამართზე tbs.work@ids-borjomi.com და სათაურის ველში გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "მძღოლი ბორჯომი ვოთერსში", წინააღმდეგ შემთხვევაში არ განიხილება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შერჩევის შემდეგ ეტაპზე გადავლენ მხოლოდ ის კანდიდატები, ვისი მონაცემებიც მაქსიმალურად შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს.

გისურვებთ წარმატებებს!

თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |