www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ადმინისტრაციული ასისტენტი
მომწოდებელი: ჯი არ სი
გამოქვეყნდა: 28 მაისი / განცხადების ვადა: 30 ივნისი

"ჯი არ სი" - 2003 წლიდან სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ერთ-ერთი მსხვილი მიმწოდებელი კომპანიაა საქართველოს სამშენებლო ბიზნეს სექტორში.
გუნდი, რომელიც საფუძვლად უდევს კომპანიის წინსვლას, შედგება კვალიფიციური და ერთგული თანამშრომლებისგან. "ჯი არ სი" ყოველთვის მზად არის მის გუნდში მიიღოს მიზანდასახული და შრომისმოყვარე პირები რომლებიც წვლილს შეიტანენ კომპანიის განვითარებაში.

"ჯი არ სი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული ასისტენტის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ფეიქართა 14გ
განაკვეთი: სრული.

მოვალეობები:

** ორგანიზაციის შიდა დოკუმენტაციის წარმოება/მართვა/არქივაცია;
** ოფისის თანამშრომლების ადმინისტრაციული კუთხით ასისტირება;
** შემოსული კორესპონდეციის გადამისამართება/დაარქივება;
** ვიზიტორთა და სტუმართა მიღება და მათი ნაკადების მართვა;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** საოფისე პროგრამების მოხმარებლის დონეზე ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებულობა, პუნქტუალობა, პრინციპულობა, ძლიერი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებისადმი ყურადღებიანი;
** ანალიზის კარგი უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ CV ელ-ფოსტაზე: vacancy@grc.ge 2021 წლის 30 ივნისამდე. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "ადმინისტრაციული ასისტენტი" წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

"ჯი არ სი" გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |