www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მიმტანი, ბარმენი
მომწოდებელი: IOTA Hotels
გამოქვეყნდა: 28 მაისი / განცხადების ვადა: 27 ივნისი

ქალაქის ცენტრში მდებარე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო/რესტორნების ქსელი "IOTA Hotel Tbilisi" აცხადებს ვაკანსიებს, მიმტანისა და ბარმენის პოზიციებზე.
"IOTA Hotels" - აწვდის საზოგადოებას მაღალი სტანდარტების, დახვეწილ მომსახურებას, მყუდრო და განსხვავებულ გარემოში.

1. მიმტანი

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრისათვის მენიუს გაცნობა, შეკვეთების მიღება და დროული მომსახურების უზრუნველყოფა;
** საჭიროების შემთხვევაში, კერძების ინგრედიენტებისა და მომზადების პროცესის შესახებ, სტუმრების ინფორმირება;
** სტუმრისათვის სასიამოვნო და დადებითი გარემოს შექმნა;
** სტუმრის ეფექტური მომსახურება " სასტუმრო იოტას" სტანდარტების მიხედვით;
** მენიუს ზედმიწევნით კარგად ცოდნა;
** სტუმრის გაცილება და მათი შთაბეჭდილების გაგება;
** კომპანიაში შემუშავებული, კოვიდპანდემიის პრევენციულ ღონისძიებებთან დაკავშირებული რეგულაციების დაცვა.

ძირითადი მოთხოვნები:

** მიმტანის პოზიციაზე მუშაობის 0-1 წლიანი გამოცდილება;
** რესტორნის მომსახურების სტანდარტების ზედმიწევნით კარგად ცოდნა;
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.

ანაზღაურება: 600 ლარი

2. ბარმენი

ძირითადი მოვალეობები:

** ბარის საქმიანობის მაღალ დონეზე წარმართვის უზრუნველყოფა;
** "სასტუმრო იოტას" დადგენილი სტანდარტული პროცედურების შესრულება;
** ბარში წარმოდგენილი პროდუქციის - ალკოჰოლური და არა ალკოჰოლური სასმელების სრულყოფილი ცოდნა და მათი შეთავაზება სტუმრებისთვის;
** გასაყიდი პროდუქციის ბარში განლაგება და შენახვა დადგენილი წესის შესაბამისად;
** სასმლის სწრაფი, ეფექტური და ხარისხიანი მომზადება;
** სასტუმროში დადგენილი სტანდარტების მიხედვით სამუშაო არეალის მომზადება/წესრიგში მოყვანა;
** ბარში არსებული დანადგარების, ბარის ჭურჭლის და აქსესუარების დანიშნულებისამებრ გამოყენება, მოვლა, შენახვა და ინვენტარიზაცია;
** კომპანიაში შემუშავებული, კოვიდპანდემიის პრევენციულ ღონისძიებებთან დაკავშირებული რეგულაციების დაცვა.

ძირითადი მოთხოვნები:

** აუცილებელია მინიმუმ 1-2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბარმენის პოზიციაზე;
** თანამედროვე ბარის ორგანიზების, ფუნქციონირებისა და მომხმარებელთა მომსახურების საქმის თეორიული და პრაქტიკული საფუძვლების ცოდნა;
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სერვისის მაღალ ხარისხზე ორიენტირებულობა;
** კვებისა და სასმელების სერვისის სფეროს ცოდნა;
** მომხმარებლისადმი გულისხმიერი მიდგომა;
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების დასმის უნარი;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი.

ანაზღაურება: 700 ლარი

ჩვენ გთავაზობთ:

** მაღალი სტანდარტების მქონე, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დასაქმებას;
** მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის;
** თბილ და მეგობრულ გარემოს;
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ლერმონტოვის ქ. N10

თუ გსურთ, თქვენც გახდეთ ჩვენი მეგობრული და კრეატიული გუნდის წევრი, და თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr.iotahotels@gmail.com წერილის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება ("მიმტანი" ან "ბარმენი"), რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, შესაძლოა, არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნეს სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, ზემოთ აღნიშნულ მისამართზე.

"IOTA Hotels" გისურვებთ კარიერულ წინსვლას და ცხოვრებისეულ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |