www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უნივერსალური მოლარე - დღის ცვლა
მომწოდებელი: გოა კრედიტი
გამოქვეყნდა: 28 მაისი / განცხადების ვადა: 28 ივნისი

საფინანსო ორგანიზაცია "გოა კრედიტი" 2008 წლიდან წარმატებით ფუნქციონირებს ქართულ ბაზარზე თბილისსა და რეგიონებში. ამჟამად "გოა კრედიტი" წარმოდგენილია ოქროსა და ვერცხლის სალომბარდე სესხით.

საფინანსო ორგანიზაცია "გოა კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას - უნივერსალური მოლარე - დღის ცვლა.

სამუშაო ადგილი: თბილისი.
ანაზღაურება 650 ლარი (ხელზე ასაღები).
მოქმედებს ბონუსური სისტემა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ძვირფასი ლითონების შეფასება და სალომბარდე სესხის გაცემა;
** კონვერტაციების განხორციელება;
** მომხმარებელთან ეფექტური და სწრაფი მომსახურება;
** დღიური დოკუმენტაციის მოწესრიგება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია ძვირფასი ლითონების შეფასების ცოდნა;
** სასურველია 1-2 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობა;
** პუნქტუალურობა;
** მუდმივი მზაობა დახმარებისთვის;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.

მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან მოწვეულნი გასაუბრებაზე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე hr@goacredit.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება-"უნივერსალური მოლარე-დღე".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |