www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: არქიტექტორი
მომწოდებელი: არქი
გამოქვეყნდა: 28 მაისი / განცხადების ვადა: 28 ივნისი

კომპანია "არქი" წამყვანი დეველოპერული კომპანიაა საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. დღეს, არქი ითვლის 28 დასრულებულ პროექტს და 21 მიმდინარე მშენებლობას საქართველოში.

ჩვენი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები მორგებულია ყველა გემოვნებისა და მოთხოვნილების ადამიანისათვის, თბილისის ყველა უბანში.

კომპანია "არქი" აცხადებს ვაკანსიას არქიტექტორის პოზიციაზე.

არქიში დასაქმებული არქიტექტორის ფუნქციები იქნება:

** სამშენებლო პროექტების დეტალური ნახაზების შექმნა
** არქიტექტურული პროექტის შექმნის პროცესში, სხვადასხვა საკითხების შეთანხმება მომიჯნავე პროფესიის (კონსტრუქტორი, გეოდეზისტი, წყალმომარაგება, წყალარინება, ვენტილაცია და სხვ.) წარმომადგენლებთან
** საჭიროების შემთხვევაში, არქიტექტურულ ნახაზში ცვლილებების შეტანა/კორექტირება
** შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებიდან ნებართვების მოპოვების მიზნით, დოკუმენტების/ნახაზების მომზადება
** სამშენებლო ობიექტზე ვიზიტის განხორციელება, სამუშაოების მსვლელობის დათვალიერება და მშენებლობის პროგრესის ამსახველი ანგარიშის მომზადება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი არქიტექტურის მიმართულებით
** არქიტექტურულ პროექტებზე მუშაობის სამწლიანი გამოცდილება
** მრავალბინიან პროექტზე მუშაობის გამოცდილება
** აუცილებელია, ArchiCAD პროგრამასთან მუშაობის ცოდნა და გამოცდილება
** ArchiCAD, AutoCAD, Photoshop - პროგრამებთან მუშაობის ცოდნა და გამოცდილება
** Revit - ში მუშაობის ცოდნა და გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

თუ აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, გთხოვთ მითითებულ ბმულზე http://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე და პორტფოლიო 2021 წლის 12 ივნისის ჩათვლით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |