www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გრაფიკული დიზაინერი
მომწოდებელი: ბეთლაივი
გამოქვეყნდა: 28 მაისი / განცხადების ვადა: 27 ივნისი

"ბეთლაივი" არის ერთ-ერთი წამყვანი ონლაინ თამაშების პლატფორმა საქართველოში. კომპანიის მთავარი მიზანია შეუქმნას მომხმარებლებს ყველაზე სწრაფი, კომფორტული და მათზე მორგებული სათამაშო სივრცე.

ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გარემო, განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი, კარიერული წინსვლისა და დაწინაურების რეალური შესაძლებლობა.

"ბეთლაივი" აცხადებს ვაკანსიას გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.

ძირითადი შესასრულებელი ამოცანები:

** დამსაქმებლის Facebook გვერდისთვის პოსტების, ვიზუალების, ბანერების დამზადება-დამუშავება;
** Online სივრცეში დაგეგმილი კამპანიებისთვის საჭირო გრაფიკული მასალის დამზადება.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გრაფიკული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Adobe Photoshop, Adobe Illustrator);
** სასურველია სპორტის ცოდნა;
** სასურველია სამონტაჟე პროგრამების (Adobe Premiere, Adobe After-effects) ცოდნა;
** კომპლექსურ ვებ აპლიკაციებთან მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების საბაზისო ცოდნა;

სამუშაო პირობები:

** ხუთი სამუშაო დღე კვირაში;
** სამუშაოს დრო: 10:00-19:00 სთ.;
** ადგილმდებარეობა - თბილისი;

კომპანიაში მუშაობის დამატებითი ბენეფიტი:

** ბონუსი;
** კორპორატიული დაზღვევა;
** უფასო კვება;
** უფასო პარკინგი;
** პროფესიული ზრდა/განვითარება.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და პორტფოლიო შემდეგ მისამართზე: vacancy@betlive.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "გრაფიკული დიზაინერი".

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ესტუმრეთ ჩვენს ვებგვერდს: http://www.betlive.com

წარმატებებს გისურვებთ!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |