www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროდუქტის უფროსი ტესტერი
მომწოდებელი: ბეთლაივი
გამოქვეყნდა: 28 მაისი / განცხადების ვადა: 27 ივნისი

"ბეთლაივი" არის ერთ-ერთი წამყვანი ონლაინ თამაშების პლატფორმა საქართველოში. კომპანიის მთავარი მიზანია შეუქმნას მომხმარებლებს ყველაზე სწრაფი, კომფორტული და მათზე მორგებული სათამაშო სივრცე.

ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გარემო, განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი, კარიერული წინსვლისა და დაწინაურების რეალური შესაძლებლობა.

"ბეთლაივი" აცხადებს ვაკანსიას პროდუქტის Senior Tester პოზიციაზე.

ძირითადი შესასრულებელი ამოცანები:

** პროექტის მიღებისას დამკვეთისაგან მოთხოვნების გააზრება
** პროექტის საოპერაციო პროცესში ჩართვა
** მიღებული პროექტის გაცნობა, გატესტვა, რამდენიმე ვარიაციის დამუშავება, შეცდომების დაფიქსირება
** დაფიქსირებული ხარვეზების განხილვა/მიწოდება შესაბამის დეპარტამენტთან და შემდეგ განმეორებითი გატესტვა.
** პროექტის ჩაბარება

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით. აუცილებელია, ონლაინ თამაშების პროდუქტების ცოდნა.
** აუცილებელია, მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
** Microsoft პროგრამების ცოდნა
** დროის მართვის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა

სამუშაო პირობები

** ხუთი სამუშაო დღე კვირაში;
** სამუშაოს დრო: 10:00-19:00 სთ.;
** ადგილმდებარეობა - თბილისი;

კომპანიაში მუშაობის დამატებითი ბენეფიტი:

** ბონუსი;
** კორპორატიული დაზღვევა;
** უფასო კვება;
** უფასო პარკინგი;
** პროფესიული ზრდა/განვითარება.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: vacancy@betlive.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "პროდუქტის უფროსი ტესტერი".

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ესტუმრეთ ჩვენს ვებგვერდს: http://www.betlive.com

წარმატებებს გისურვებთ!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |