www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის მენეჯერი
მომწოდებელი: ევროპული სკოლა
გამოქვეყნდა: 28 მაისი / განცხადების ვადა: 30 ივნისი

შპს "ევროპული სკოლა", ლიდერი საგანმათლებლო სფეროში, College Board-ისა და საერთაშორისო სკოლების საბჭოს (CIS) წევრი, აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის მენეჯერის (ხელმძღვანელის) თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

თანამდებობის მიზანი:

კომპანიის ორგანიზაციულ მიზნებთან შესაბამისი ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგიისა და პოლიტიკის შემუშავება/განხორციელება; ადამიანური რესურსების მართვის ოპერაციების საქართველოს კანონმდებლობასთან, საერთაშორისო კონვენციებსა და სხვა ნორმატივებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებული პოლიტიკისა და პროცედურების შემუშავება-დანერგვა; საჭიროებისამებრ, პერიოდული განახლება;
** სკოლის მასშტაბით წარმოებული საკადრო საკითხების შრომის კოდექსთან, შინაგანაწესთან, საერთაშორისო კონვენციებთან და სხვა შიდა და გარე მარეგულირებელ დოკუმენტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** თანამშრომელთა შვებულების, მივლინების, ზეგანაკვეთური მუშაობის ანაზღაურებისა და სხვა ადმინისტრაციული საკითხების შიდა მარეგულირებელი დოკუმენტაციის მიხედვით წარმოება;
** სკოლაში მიმდინარე რეორგანიზაციისა და სტრუქტურული ცვლილებების განხილვა-ანალიზი, შესაბამისი რეკომენდაციებისა და დოკუმენტაციის შემუშავება კანონმდებლობის შესაბამისად;
** ორგანიზაციაში სამუშაოს ანალიზის ჩატარება და სამუშაო აღწერების შემუშავება; მიმდინარე სამუშაო პროცესში ახალი პოზიციებისთვის ან არსებულ პოზიციაზე ფუნქციების ცვლილებების/დამატების შემთხვევაში სამუშაო აღწერების შემუშავება/განახლება;
** თანამშრომელთა ხელფასისა და ხელფასთან გათანაბრებული განაცემების შემუშავება/დანერგვა;
** არსებულ ვაკანტურ პოზიციებზე კანდიდატების საუკეთესო ნაკადის მოზიდვის უზრუნველყოფა და შერჩევის პროცესის მართვა; შერჩევის პროცესის ეფექტურობის მიზნით ახალი მეთოდებისა და ინსტრუმენტების დანერგვა; საჭიროებისამებრ ადგილობრივ და საერთაშორისო დასაქმების სააგენტოებთან თანამშრომლობა;
** შრომითი ბაზრის კვლევა, ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა მენეჯმენტისთვის;
** თანამშრომელთა შესრულების ხარისხის შეფასებისა და გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი სისტემების ჩამოყალიბება-დანერგვა;
** თანამშრომელთა კარიერული დაგეგმვისა და განვითარების სქემის შემუშავება და განხორციელება;
** ორგანიზაციულ მიზნებთან შესაბამისი პროფესიული განვითარებისა და ტრენინგ-სისტემების ჩამოყალიბება;
** კორპორატიული კულტურის შექმნისა და მხარდაჭერისთვის საჭირო ღონისძიებების გატარება;
** ახალი თანამშრომლებისთვის საორიენტაციო პროგრამის შექმნა-დანერგვის უზრუნველყოფა;
** ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ბიუჯეტის დაგეგმვა და შესრულების კონტროლი;
** სკოლის სტრატეგიიდან და მიზნებიდან გამომდინარე ადამიანური რესურსების მართვის პროგრამული უზრუნველყოფის შერჩევა და დანერგვის უზრუნველყოფა;
** დაქვემდებარებული თანამშრომლებისთვის დავალებების დელეგირება და მათ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;
** საჭიროებისამებრ, გაწეული საქმიანობის შესახებ უშუალო უფროსთან რეპორტინგი.
** კომპეტენციის ფარგლებში უშუალო უფროსის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება: მაგისტრის ხარისხი სოციალური მეცნიერებების, ბიზნესის ადმინისტრირების ან შესაბამისი/ მონათესავე მიმართულებით;

გამოცდილება:

** ადამიანური რესურსების მართვის როგორც ადმინისტრირების და შერჩევის, ასევე განვითარების მიმართულებით მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება (სასურველია საგანმანათლებლო დაწესებულებაში);
** მენეჯერად მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება.

ცოდნა, უნარები, და სხვა შესაძლებლობები:

** საქართველოს შრომის კოდექსი;
** კანონი ნორმატიული აქტების შესახებ;
** კანონი საქმისწარმოების წესის შესახებ;
** ბავშვის უფლებების კონვენცია;
** ინგლისური ენის C1 დონეზე ცოდნა;
** სასურველია დამატებითი უცხო ენის ცოდნა.

შერჩევის პროცესი შედგება ორ ეტაპად-რეზიუმეს განხილვა და გასაუბრება.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@europeanschool.ge

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 30 ივნისი, 2021 წელი.

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განცხადება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (cv) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |