www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სტაჟირება
მომწოდებელი: შანიძისა და ნიკოლაძის იურიდიული ჯგუფი
გამოქვეყნდა: 1 ივნისი / განცხადების ვადა: 30 ივნისი

შპს "შანიძისა და ნიკოლაძის იურიდიული ჯგუფი" აცხადებს სტაჟირებას იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით. თქვენ აქტიურად იქნებით ჩართული კომპანიის საქმიანობაში, მიიღებთ სამომავლო კარიერისთვის საჭირო ცოდნას და უნარ-ჩვევებს.

სტაჟირების ხანგრძლივობა: 3 თვე (არაანაზღაურებადი)
მისამართი: თბილისი, ე. ჩერქეზიშვილის ქ. N17

ძირითადი მოვალეობები:

** იურიდიული დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობა;
** კომპანიის იურიდიული საქმიანობაში ჩართულობა და მხარდაჭერა სხვადასხვა დავალებების ფარგლებში;
** კომპანიის იურისტების ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
** იურიდიული დოკუმენტაციის სისტემატიზაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება ან იურიდიული ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტი;
** საქართველოს სამოქალაქო და ადმინისტრაციული კანონმდებლობის ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** MS Office პროგრამების ცოდნა.

პიროვნული უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** დროის მართვის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@snlg.ge არაუგვიანეს 2021 წლის 30 ივნისისა. წერილის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება (სტაჟირება) რომელზეც აგზავნით რეზიუმეს.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "შანიძისა და ნიკოლაძის იურიდიული ჯგუფის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |