www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ხარისხის კონტროლის მენეჯერი
მომწოდებელი: ჯი-ემ-თი მთაწმინდა
გამოქვეყნდა: 1 ივნისი / განცხადების ვადა: 1 ივლისი

შპს "ჯი-ემ-თი მთაწმინდა" აცხადებს ვაკანსიას ხარისხის კონტროლის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ზაარბრუკენის მოედანი

ძირითადი მოვალეობები:

** კერძების ხარისხის ყოველდღიური კონტროლი;
** პრობლემური კერძის გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება;
** მონიტორინგის შედეგების ანალიზის საფუძველზე ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით რეკომენდაციების წარდგენა მენეჯმენტის წინაშე;
** კერძების დამზადებისთვის საჭირო პროდუქტების ხარისხის პერიოდული შემოწმება;
** სერვისის მიწოდების ხარისხის მონიტორინგი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
** პრობლემატური სტუმრების კმაყოფილების კვლევის უზრუნველყოფა;
** არსებული სტანდარტების, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების, სისუფთავისა და საკვების უსაფრთხოების კანონმდებლობის სრული დაცვა და დაცვის კონტროლი.

მოთხოვნები:

** ამ სფეროში მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი;
** კერძების მომზადების ტექნოლოგიის და გემოს ცოდნა;
** ქართული სამზარეულოს ცოდნა;
** ქართული ენაზე გამართულად მეტყველების უნარი;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელ-მისამართზე: vacancy@funicular.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში შემოსული განაცხადი არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |