www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ავტომობილების ტექნიკური ექსპერტი
მომწოდებელი: ქარფესტი
გამოქვეყნდა: 1 ივნისი / განცხადების ვადა: 1 ივლისი

კომპანია "ქარფესტი" აცხადებს ვაკანსიას ავტომობილების ტექნიკური ექსპერტის პოზიციაზე.

კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს - ავტომობილების შეძენა საზღვარგარეთ გამართულ აუქციონებზე და მათი ტრანსპორტირება, აგრეთვე საქართველოში მყოფი ავტომობილების შეძენა.

ავტომობილების ტექნიკური ექსპერტი

ძირითადი მოვალეობები:

** დაზიანებული ავტომობილის აღდგენის ღირებულების შეფასება.
** ავტონაწილების(ახალი, მეორადი) მოძიება როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ.
** ავტომობილების შერჩევის, შეძენის, შეკეთებისა და გაყიდვის პროცესში მონაწილეობა.

აუცილებელი უნარები:

** მსუბუქი ავტომობილის ტექნიკური მახასიათებლების/ავტონაწილების კარგად ცოდნა.
** ავტონაწილების ბაზრის (ახლები, დაშლილები, საქართველო, უცხოეთი) კარგად ცოდნა.
** ავტომობილის ხელოსნებთან ურთიერთობის და მანქანების შეკეთების გამოცდილება.
** ამერიკის აუქციონებთან(Copart, IAAI) მუშაობის გამოცდილება.
** სასურველია ამერიკიდან მანქანების ჩამოყვანის, შეკეთების და გაყიდვის გამოცდილება.
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
** ორგანიზებულობა.
** დროის მართვის უნარი.

სამუშაო გრაფიკი და პირობები:

** 8 საათიანი სამუშაო დღე, კვირაში 5 დღე.
** კარგი ანაზღაურება.
** კარიერული და პიროვნული ზრდის კარგი შესაძლებლობა.
** მეგობრული გუნდი და კარგი ატმოსფერო.

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: hr@carfest.ge 2021 წლის 30 ივნისის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება - ავტომობილების ტექნიკური ექსპერტი.

კომპანია ქარფესტში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია ქარფესტის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი, ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |