www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უფროსი მოლარე
მომწოდებელი: ექსპრეს ქსელი
გამოქვეყნდა: 1 ივნისი / განცხადების ვადა: 1 ივლისი

სუპერმარკეტების ქსელი "ექსპრეს ქსელი" ეძებს თანამშრომელს უფროსი მოლარის პოზიციაზე, გორის რაიონის სოფელ რუისში.

გრაფიკი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 500 ლარი

ფუნქცია-მოვალეობები:

** სალარო ოპერაციების სწორად წარმოების, პროგრამული გატარებებისა და მომხმარებელზე გაცემული პროდუქციის შესაბამისობის მონიტორინგი;
** იურიდიული პირებისათვის დოკუმენტთბრუნვის უზრუნველყოფა;
** არასწორი რეალიზაციის პროგრამული გასწორება და შესაბამისი ღონისძიებების გატარება
** პერიოდულად მაღაზიის სალაროების შემოწმება, სალაროში არსებული თანხის შედარება პროგრამულად, შესაბამის ანგარიშში მითითებულ თანხასთან;
** სალაროების დახურვის პროცესის უზრუნველყოფა;
** დაქვემდებარებულ პერსონალზე შესასრულებელი სამუშაოს თანაბარი და სამართლიანი გადანაწილება;
** ფინანსური განყოფილებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მიწოდების ორგანიზება შესაბამის ვადებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნა: მსგავს სფეროში გამოცდილება და პროგრამა "აპექსის" ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: mar.shioshvili@gmail.com და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და ლოკაცია, შემდეგი ფორმით: "უფროსი მოლარე-რუისი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |