www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: ფარმაცევტული სახლი+
გამოქვეყნდა: 1 ივნისი / განცხადების ვადა: 1 ივლისი

ფარმაცევტული კომპანია "ფარმაცევტული სახლი +" 2007 წლიდან ფუნქციონირებს. ჩვენი მიზანია მივაწოდოთ მომხმარებელს ფარმაცევტული და პარაფარმაცევტული პროდუქცია საუკეთესო ფასებით და მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურებით, სასიამოვნო გარემოში.

ფარმაცევტული სახლი აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: წავკისი (შინდისი)
სამუშაო გრაფიკი: ცვლები (მცოცავი გრაფიკი)
ანაზღაურება: ფიქსირებული 400-500 ლარი + ბონუსი (კვალიფიკაციისა და სამუშაო გამოცდილების გათვალისწინებით)

ჩვენ გთავაზობთ:

** ტრანსპორტირებას;
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** კორპორატიულ დაზღვევას.

ძირითადი ფუნქციები:

** მომხმარებლებისათვის სწრაფი მომსახურების გაწევა;
** მომხმარებლებისათვის მოთხოვნილი პროდუქციის ფასისა და ფასდაკლებების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
** თაროების პროდუქციით შევსება;
** პროდუქციაზე ფასის მაჩვენებლების დაკვრა და საჭიროების შემთხვევაში, მათი შეცვლა.
** პროდუქციის ნაშთის კონტროლი და გეგმის მიხედვით აღწერების გაკეთება;

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი ან პროფესიული განათლება / დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;
** კომუნიკაბელური;
** ენერგიული, ორგანიზებული;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: hr@pharmhouse.ge და გთხოვთ, ველში Subject მიუთითოთ ვაკანსიის შესაბამისი პოზიცია.

კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |