www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პარტნიორებთან ურთიერთობის განყოფილების უმცროსი სპეციალისტი
მომწოდებელი: ოპპა
გამოქვეყნდა: 1 ივნისი / განცხადების ვადა: 1 ივლისი

სს "ოპპა" ფინანსურ-ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ მთელი საქართველოს მასშტაბით სთავაზობს მომხმარებლებს სწრაფი გადახდის სერვისებს, როგორიცაა ელექტრონული საფულე - http://www.oppa.ge და PayBox-ის სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალები. უახლესი ტექნოლოგიები, სისწრაფე, სიმარტივე და ხარისხი ჩვენი მთავარი ღირებულებებია. ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიის გარშემო 300-ზე მეტი თანამშრომელი ერთიანდება.

სს "ოპპა" აცხადებს ვაკანსიას პარტნიორებთან ურთიერთობის განყოფილების უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი.

პოზიციის მიზანია პარტნიორების მოძიება, დამატება და ურთიერთობის მართვა.

პასუხისმგებლობა და ფუნქცია-მოვალეობები

** ახალი პარტნიორების მოძიება, მოლაპარაკება და ჩართვის უზრუნველყოფა;
** პარტნიორებთან იურიდიული და ტექნიკური საკითხების მართვა;
** არსებულ პარტნიორებთან კომუნიკაცია, მუდმივი ინფორმირება და მათ მოთხოვნებზე შესაბამისი რეაგირება;
** სარეკლამო სივრცეების მართვა, დამკვეთების მოძიება და შეთავაზების გაკეთება;
** სხვა განყოფილებებთან კომუნიკაცია პარტნიორებთან ურთიერთობის, განახლების და ინფორმაციის მიმოცვლის ჭრილში.

ცოდნა და უნარები

** აუცილებელია, საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია რუსულის და ინგლისურის ცოდნა;

პიროვნული უნარები

** პასუხისმგებლიანი;
** კომუნიკაბელური;
** მოტივირებული:
** დროის ოპტიმალურად მართვის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** ზეპირი, წერითი კომუნიკაციის უნარი;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე მისამართზე: career@oppa.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით განაცხადს.

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას სს "ოპპა"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და თავსებადობის შემთხვევაში განიხილოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც.

სს "ოპპას" შერჩევის პროცესი თავისუფალია ყველა სახის დისკრიმინაციისგან, ითვალისწინებს და აკმაყოფილებს პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპებს და მოქმედებს დიკრიმინაციის აკრძალვის ფარგლებში. გამოხატული დისკრიმინაციის შემთხვევაში შეგიძლია მოგვმართოთ ცხელ ხაზზე: 2 303 308.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |