www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დღის ცვლის ადმინისტრატორი, დამლაგებელი
მომწოდებელი: შარდენ ვილა
გამოქვეყნდა: 4 ივნისი / განცხადების ვადა: 4 ივლისი

სასტუმრო "Sharden Villa" აცხადებს ვაკანსიას დღის ცვლის ადმინისტრატორის და დამლაგებლის პოზიციაზე

1. დღის ცვლის ადმინისტრატორი

მოთხოვნები და პიროვნული უნარ-ჩვევები:

** სასურველია სასტუმროში ადმინისტრატორად მუშაობის მინ. 2 წლიანი გამოცდილება,
** ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა (სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** საოფისე, კომპიუტერული და სასტუმროს ონლაინ დაჯავშნის ინტერნეტ პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** ენერგიული, კომუნიკაბელური, თავაზიანი, ყურადღებიანი;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;

მოვალეობები:

** სტუმრების მიღება და განთავსება;
** ჯავშნების განხორციელება;
** სატელეფონო ზარებზე პასუხი და ინფორმაციის მიწოდება;
** სტუმართან ანგარიშსწორების წარმოება;
** სხვადასხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება;

გრაფიკი: 15 სამუშაო დღე, 09:00 - 22:00
ანაზღაურება: 900 ლარი

2. დამლაგებელი

მოვალეობები:

** მისთვის განკუთვნილ სამუშაო სივრცეში (საზოგადო ადგილები, სამრეცხაო, სასტუმროს ოთახები, უნიფორმების ოთახი) სისუფთავის უზრუნველყოფა დადგენილი ფორმით და პერიოდულობით;
** ჰიგიენური სტანდარტების დაცვა;
** სამუშაო ინვენტარით სარგებლობის უსაფრთხოების ნორმების დაცვა.

მოთხოვნები:

** იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
** მოწესრიგებული, ჰიგიენური და კეთილგანწყობილი;
** ენერგიული და შრომისმოყვარე;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** პუნქტუალური და დისციპლინირებული;
** კომუნიკაბელური, თავაზიანი, ყურადღებიანი, არა კონფლიქტური.

სამუშაო გრაფიკი:

** სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
** სამუშაო დღეები: 6/1 (1 დღე დასვენება)
** ანაზღაურება: 750 ლარი

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ფოტოსთან ერთად, ელ. ფოსტის მისამართზე: info.shardenvilla@gmail.com და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |