www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: ნეოფარმი+
გამოქვეყნდა: 4 ივნისი / განცხადების ვადა: 3 ივლისი

სუპერმარკეტებში გვესაჭიროება მოლარე-კონსულტანტები, შემდეგ მისამართზე: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ.

სამუშაო განრიგი: მოლარე-კონსულტანტი 2 დღე მუშაობს (09:00-დან 21:00 საათამდე), 1 დღე ისვენებს; (შესაძლებელია სამუშაო და დასვენების დღეების სხვაგვარად განაწილებაც).
ანაზღაურება: განისაზღვრება დღეში 30 ლარის ოდენობით.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციის მიღება, საჭირო პროცედურების დაცვით;
** პროდუქციის განთავსება თაროებზე და მისი მუდმივი კონტროლი;
** მომხმარებლის მომსახურება;
** სალარო ოპერაციების წარმოება.

მოთხოვნა: სასურველია, აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელური;
** ყურადღებიანი;
** ენერგიული;
** მოწესრიგებული.

სტაჟირების პერიოდი: 1 კვირა (მაქსიმალური).

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე მისამართზე: hr@neopharmi.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "მოლარე-კონსულტანტი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ, დაგვიკავშირდეთ ნომერზე: +995 577 545097 ან +995 574 252562.

პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "ნეოფარმი+"-ისთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ვაკანსიაზე განცხადების განხილვის ეტაპზე, რაც მოიცავს, კანდიდატის მიერ გამოგზავნილ CV-ში და მის თანდართულ დოკუმენტებში ასახულ მონაცემებს (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები") შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე განაცხადის შენახვის და განხილვის, ასევე კანდიდატის შერჩევის პროცესში დაშვების მიზნით საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით.

თუ გსურთ კომპანიამ შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, მოახდინოს მონაცემთა გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება შეგიძლიათ დაუკავშირდეთ: hr@neopharmi.ge, ტელ: 577 545 097

კანდიდატის პერსონალური მონაცემების გაგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ გაეცნო და წინააღმდეგი არ არის პერსონალური მონაცემი შეგროვდეს, დამუშავდეს და შენახული იქნას ზემოთ მითითებული მიზნით და ვადით.

"ნეოფარმი+" გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |