www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ოკუპაციური თერაპევტი
მომწოდებელი: ბრეს საქართველო
გამოქვეყნდა: 4 ივნისი / განცხადების ვადა: 3 ივლისი

"ბრეს საქართველო" აცხადებს ვაკანსიას ოკუპაციური თერაპევტის თანამდებობაზე.

თვეში 4 ვიზიტი, ასევე ონლაინ კომუნიკაცია
ანაზღაურება: შეთანხმებით
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქალაქი ჩხოროწყუ
ვაკანტური ადგილი: 1

მცირე ზომის სპეციალიზებული ალტერნატიული ზრუნვა წარმოადგენს მზრუნველობამოკლებული მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან განვითარების და/ან ჯანმრთელობის მძიმე დარღვევების მქონე 0-18 წლის ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილ ოჯახური ტიპის სპეციალიზებულ სადღეღამისო სააღმზრდელო მომსახურებას.

მცირე ზომის სპეციალიზებული ალტერნატიული ზრუნვის მიზანია უზრუნველყოს მზრუნველობამოკლებული მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის და/ან განვითარების და ჯანმრთელობის მძიმე დარღვევების მქონე 0-18 წლის ასაკის ბავშვები ინდივიდუალურ საჭიროებებზე დაფუძნებული მოვლით, სპეციალიზებული ფსიქოსოციალური მომსახურებით და განვითარებისა და სოციალური ინკლუზიისთვის საჭირო შესაბამისი პირობებით. მომსახურება პასუხობს მრავლობითი დარღვევის მქონე ბავშვების საჭიროებებს და ეფუძნება ბენეფიციარის ინდივიდუალურ საჭიროებებსა და ინტერესებს. მომსახურებას უზრუნველყოფენ მულტიდისციპლინური გუნდის სპეციალისტები (ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი, პედიატრი და სხვა მოწვეული სპეციალისტები) და სპეციალურად მომზადებული აღმზრდელები. მომსახურება ბენეფიციარებისთვის ქმნის ოჯახთან მიახლოებულ გარემოს და ხელს უწყობს მათ სოციალურ ინკლუზიას.

კვალიფიკაცია და ცოდნა:

აუცილებელი კვალიფიკაცია და ცოდნა: ბაკალავრის ან/და მაგისტრის ხარისხი ოკუპაციურ თერაპიაში. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან მუშაობის უახლესი ორწლიანი გამოცდილება - ბავშვის ფიზიკური, ფუნქციური, კომუნიკაციის და ინტერაქციის უნარების შეფასების და მასთან უშუალო მუშაობის მეთოდების გამოყენების ცოდნა და გამოცდილება; სენსორული ინტეგრაციის პროგრამის ცოდნა და გამოყენების გამოცდილება; "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული და გეგმარებითი ელემენტების ტექნიკური რეგლამენტის (დადგენილება #41) ცოდნა. საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრული ცოდნა - word, excel.

სასურველი კვალიფიკაცია და ცოდნა: ინგლისური ენის ცოდნა; სპეციალისტთა გუნდის კოორდინაციის გამოცდილება; გაეროს ბავშვის უფლებათა და შშმ პირთა უფლებების კონვენციების ცოდნა.

უნარები:

** შეფასების და ანალიზის კარგი უნარი
** ორგანიზებულობა და ინიციატიურობა
** კომუნიკაციის და პრეზენტაციის კარგი უნარი
** კრიტიკული აზროვნების და წერის კარგი უნარი
** გუნდური მუშაობა
** დროის სწორი მენეჯმენტი.

ფუნქციები:

** მულტიდისციპლინური გუნდის და სხვა მოწვეულ სპეციალისტებთან ერთად მომსახურების ბენეფიციარების ფიზიკური, ფუნქციური, სენსორული ფუნქციონირების, კომუნიკაციის და ინტერაქციის უნარების ინდივიდუალური შეფასება და საჭიროებების განსაზღვრა
** მულტიდისციპლინური გუნდის და სხვა მოწვეულ სპეციალისტებთან, აღმზრდელებთან და სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურ მუშაკთან ერთად ბენეფიციარის ინდივიდუალური მომსახურების გეგმის შედგენა
** დამხმარე საშუალებების საჭიროების განსაზღვრის მიზნით ბენეფიციარების შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება; დამხმარე საშუალებების სწორად გამოყენების სწავლება ბენეფიციარებისა და აღმზრდელებისთვის; დამხმარე საშუალებების გამოყენების მონიტორინგი
** მომსახურების ფიზიკური გარემოს ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა - გარემოს შეფასება, რეკომენდაციების შემუშავება, რეკომენდაციების დანერგვის მონიტორინგი
** ბენეფიციარებისთვის დამხმარე ადაპტაციების დამზადება და ყოველდღიურ აქტივობებში მათი გამოყენების სწავლება ბენეფიციარებისთვის და აღმზრდელებისთვის
** ბენეფიციარების თვითმოვლის და დამოუკიდებლობისთვის საჭირო უნარების განვითარების მიზნით პროგრამის და რეკომენდაციების შემუშავება და აღმზრდელებთან ერთად მათი დანერგვა
** მომსახურების ფარგლებში ალტერნატიული კომუნიკაციის სისტემის დანერგვა მეტყველების თერაპევტთან ერთად
** ბენეფიციარებისთვის სენსორული ინტეგრაციის პროგრამის შემუშავება და უზრუნველყოფა
** მულტიდისციპლინური გუნდის სპეციალისტებთან ერთად ბავშვთან უშუალო მუშაობის მეთოდოლოგიის დანერგვა მომსახურებაში ინდივიდუალური და ჯგუფური თერაპიების გამოყენებით
** მომსახურების აღმზრდელებისთვის რეკომენდაციების მიწოდება ბავშვების განვითარების ხელშეწყობის მიზნით
** მომსახურების ბენეფიციარებისთვის საჭირო განმავითარებელი საშუალებების შესახებ რეკომენდაციების მიწოდება მომსახურების ადმინისტრაციისთვის
** აღმზრდელების პროფესიული ზედამხედველობა და ტრენინგები
** ბენეფიციარების შემთხვევის კონფერენციის დაგეგმვა და მონაწილეობა
** ბენეფიციარების საქმეებთან/შემთხვევებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის რეგულარული წარმოება.

ანგარიშვალდებულება: ოკუპაციური თერაპევტი ანგარიშვალდებულია მომსახურების ადმინისტრატორსა და ორგანიზაციის მენეჯმენტთან, ამზადებს და წარადგენს თავისი საქმიანობის ყოველთვიურ ანგარიშს და ითვალისწინებს მათ რეკომენდაციებს.

სამუშაო განრიგი: ოკუპაციური თერაპევტის სამუშაო დრო და განრიგი განისაზღვრება ორგანიზაციის მენეჯმენტთან შეთანხმებით.

დაინტერესების შემთხვევაში, რეზიუმე გამოგზავნეთ მისამართზე: zh.babunashvili@gmail.com ან ZBabunashvili@breathcareforkids.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |