www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ექთნის დამხმარე
მომწოდებელი: ერისთავის სახ. ქირურგიის ეროვნული ცენტრი
გამოქვეყნდა: 4 ივნისი / განცხადების ვადა: 30 ივნისი

ს.ს. "კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: ექთნის დამხმარე.

სავალდებულოა:

საშუალო ან უმაღლესი სამედიცინო განათლება/ სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი (II კურსიდან).

სასურველია:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** უცხო ენების ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:

** პაციენტთა საექთნო მოვლის საკითხებში მონაწილეობა;
** კლინიკაში არსებული სადეზინფექციო ხსნარების - დამზადება/გამოყენება;
** სამედიცინო ნარჩენების სეგრეგაცია;
** სამედიცინო იარაღების/ინვენტარის გამოყენება, რეცხვა, დეზინფექცია და სტერილიზაცია
** ზედაპირების დამუშავება სადეზინფექციო ხსნარით;
** ექთნის დახმარება საექთნო მანიპულაციების ჩატარებაში:
** პაციენტთა ჰიგიენაზე ზრუნვა და უზრუნველყოფა.

პიროვნული თვისებები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ.ფოსტაზე: Vacancy.Surgery@aversi.com და სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება (ექთანი ან ექთნის დამხმარე).

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 30 ივნისი.

ცენტრის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.kirurgia.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |