www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: გ. ზარნაძის იურიდიული კომპანია
გამოქვეყნდა: 4 ივნისი / განცხადების ვადა: 3 ივლისი

გიორგი ზარნაძის იურიდიული კომპანია აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი

ძირითადი მოვალეობები:

** ხელშეკრულებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის (ბრძანებები, განცხადებები, საჩივრები, სარჩელები, შესაგებლები და სხვა) მომზადება/მომზადების პროცედურაში მონაწილეობის მიღება;
** კომპანიის კლიენტებისათვის კომპეტენციის ფარგლებში იურიდიული კონსულტაციის გაწევა;
** სასამართლო წარმომადგენლობა
** კორესპონდენციის წარმოება კომპანიის კლიენტებთან ან/და მესამე პირებთან.
** კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის (წესდება, აქციონერთა კრების ოქმები, პარტნიორთა გადაწყვეტილებები) მომზადება, ცვლილებების შეტანა, მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრაცია.
** ადმინისტრაციული და საგადასახადო საქმისწარმოება
** ფიზიკური პირების ადვოკატირება სასამართლოში
** სხვადასხვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** ასაკი: 25-დან 35 წლამდე
** უმაღლესი იურიდიული განათლება. (სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით).
** იურისტად მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 2 წელი (სავალდებულოა)
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (სავალდებულოა)
** საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა სამოქალაქო სამართლის სპეციალობით (სასურველია) უპირატესობად ჩაითვლება დამატებითი კვალიფიკაცია ბავშვთა უფლებების დარგში.
** რუსული ან ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (წერილობითი/ზეპირი) (სავალდებულოა)

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელ-ფოსტის მეშვეობით მისამართზე: zarnadzeg@gmail.com და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |