www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტენდერი ტექ. სისტემების შეღწევადობის ტესტირებაზე
მომწოდებელი: პროკრედიტ ბანკი
თანდართული ფაილი: 06415_pcb_tender_7554237.zip
გამოქვეყნდა: 4 ივნისი / განცხადების ვადა: 17 ივნისი

სს "პროკრედიტ ბანკი" მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კომპლექსურ მომსახურებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი წამყვანი ბანკია საქართველოში, რომელიც იურიდიულ და ფიზიკურ პირებს საბანკო მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს. "პროკრედიტ ბანკი" საქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს. ბანკს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-ის მიერ მინიჭებული აქვს BB+ რეიტინგი, რომელიც საქართველოში ყველაზე მაღალი შესაძლო რეიტინგია. "პროკრედიტ ბანკი" საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის ნაწილია, რომელიც მსოფლიოს 3 კონტინენტზე მდებარე ბანკებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს აერთიანებს. პროკრედიტ ჯგუფს სათავეში უდგას პროკრედიტ ჰოლდინგი (მაინის ფრანქფურტი, გერმანია). პროკრედიტ ჰოლდინგსა და პროკრედიტ ჯგუფს ზედამხედველობას უწევს ფინანსური საზედამხედველო ორგანო (BaFin), რომელიც პროკრედიტ ბანკების სანდოობისა და სტაბილურობის გარანტია.

პროკრედიტ ბანკი - აცხადებს ტენდერს: ბანკის საინფორმაციო-ტექნოლოგიური სისტემების შეღწევადობის ტესტირების მომსახურებაზე (penetration test)

ძირითადი მოთხოვნები:

კომპანიის მოძიება - შეღწევადობის ტესტის ჩატარებისთვის. ტესტირების მინიმალური მასშტაბი მოიცავს შემდეგ კომპონენტებს: ბანკის საინფორმაციო ტექნოლოგიების ქსელური ნაწილი; 24/7-ზონა; სოციალური ინჟინერია, მესამე მხარეების მიერ ბანკისთვის გაწეული კრიტიკული სერვისები. თუმცა სატენდერო წინადადებაში შესაძლებელია, მოცემული იყოს დამატებითი კომპონენტებიც.

დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:

** სარეკომენდაციო წერილი
** შევსებული და ხელმოწერილი სააპლიკაციო ფორმა (იხ.თანდართულ ფაილი);
** შევსებული და ხელმოწერილი ფასების ცხრილი (ფასები დათვლილი უნდა იყოს ცალ-ცალკე ძირითადი კომპონენტების მიხედვით: ქსელური ნაწილი; 24/7 ზონა; სოციალური ინჟინერია და სხვა.);
** შევსებული და ხელმოწერილი პროფესიული დაზღვევის პირობები;
** შეღწევადობის ტესტირების მასშტაბი და დეტალური გეგმა;
** ანგარიშსწორების პირობები;
** ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;

დეტალური ინფორმაცია დაინტერესებულ კომპანიას მიეწოდება კონფიდენცილაურობის თაობაზე შეთანხმების გაფორმების შემდეგ.

გთხოვთ, საბუთებთან ერთად, ასევე, გამოაგზავნოთ CD დისკზე მოთხოვნილი დოკუმენტაცია

გთხოვთ, დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:


** თქვენი კომპანიის დასახელება;
** საკონტაქტო ინფორმაცია (პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი და ელ.ფოსტა);

** ტენდერის დასახელება;

** მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების ქვეგანყოფილება

** წარწერა: "კონფიდენციალურია";
** გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.


სატენდერო წინადადება მოგვაწოდეთ შემდეგ მისამართზე: ალ. ყაზბეგის გამზ. 21 და განათავსეთ ბანკის პირველ სართულზე არსებულ ტენდერების ყუთში

ტენდერში მონაწილე კომპანია ვალდებულია, პროკრედიტ ბანკის საიტზე (http://www.procreditbank.ge) გაიაროს რეგისტრაცია (დაადასტუროს ტენდერში მონაწილეობის მიღება).


შემოთავაზების შემოტანის ბოლო ვადაა: 17 ივნისი 2021 წელი 16:00 საათამდე.

ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართოთ:

რუბენ კაზაროვი
შესყიდვების ქვეგანყოფილების სპეციალისტი
ს.ს. "პროკრედიტ ბანკი", საქართველო
სათაო ოფისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 21, თბილისი 0112
ტელ.: (+995 32) 2202222 (1571)
E-mail: tenders@procreditbank.ge

ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით გთხოვთ მიმართოთ:

მაკა ბოჭორიშვილი / პაატა შეთეკაური
ზოგადი რისკების ქვეგანყოფილება
ს.ს. "პროკრედიტ ბანკი", საქართველო
სათავო ოფისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 21, თბილისი 0112 ტელ.: (+995 32) 2202222
E-mail: infosec@procreditbank.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |