www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ოფისის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: Redsource
გამოქვეყნდა: 13 ივლისი / განცხადების ვადა: 13 აგვისტო

კომპანია "RedSource" აცხადებს ვაკანსიას ოფისის ადმინისტრატორის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი- პარასკევი 18:00-02:00
ანაზღაურება: 800- 1000 ლარი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
** საოფისე პროგრამების ცოდნა.
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** თანამშრომლების რეგისტრირება კომპანიის ბაზაში.
** კომპანიის მატერიალურ-ტექნიკური რესურსებით უზრუნველყოფა.
** კომპანიაში არსებული შეკვეთების უზრუნველყოფა.
** მიღებებისა და შეხვედრების, კონფერენციების და ტრენინგების ორგანიზება.
** კომპანიის მენეჯმენტთან ერთად განვითარების გეგმის შესაბამისად ოფისის ლოჯისტიკურ პროცესებში მონაწილეობის მიღება.
** სხვადასხვა კომპანიებთან კომუნიკაცია, პრობლემური საკითხების მოგვარება.
** კომპანიაში არსებული დღესასწაულების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება.
** საჭიროების შემთხვევაში, კომპანიის მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ზემოთ ჩამოთვლილ ძირითად მოვალეობებს შესაძლებელია დაემატოს სხვა დამატებითი მოვალეობები ოფისის ადმინისტრირების მიმართულებით.

პიროვნული თვისებები:

** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი
** პუნქტუალურობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** კრეატიულობა
** პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hrcentervacancies@gmail.com

მნიშვნელოვანი: სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

*გაითვალისწინეთ, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |