www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უმცროსი ფინანსური ანალიტიკოსი
მომწოდებელი: კრისტალი
გამოქვეყნდა: 13 ივლისი / განცხადების ვადა: 27 ივლისი

ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - უმცროსი ფინანსური ანალიტიკოსი.

სამუშაო ადგილმდებარეობა: სათაო ოფისი, თბილისი
განაკვეთი: სრული

"კრისტალი" ქვეყანაში წამყვანი ფინანსური ჩართულობის კომპანია და არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც საქართველოს მასშტაბით მართავს 345 მლნ ლარის მოცულობის სასესხო პორტფელს, დასაქმებული ყავს 1, 000-ზე მეტი თანამშრომელი, ოპერირებს 50-მდე ფილიალით და ემსახურება 100, 000-ზე მეტ მომხმარებელს.

"კრისტალი" გთავაზობთ:

** პიროვნულ და პროფესიულ ზრდას;
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიაში მოქმედი პროცესებისა და სტატისტიკური მონაცემების ფინანსური ანალიზი;
** ყოველთვიური ფინანსური და სხვადასხვა ანგარიშგებების მომზადება/მონიტორინგი;
** სტრეს ტესტების, NPV, IRR, მომგებიანობის, სენსიტიურობის, SWOT ანალიზის განხორციელება;
** პროდუქტებისა და ცალკეული ბიზნეს ერთეულების მომგებიანობის ანალიზი;
** პირველადი სახის ბიუჯეტის შედგენის პროცესში ჩართვა-საჭირო ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული მახასიათებლები:

** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების/ფინანსების მიმართულებით (დამამთავრებელი კურსის სტუდენტი)
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება - სასურველია
** საოფისე პროგრამების პროფესიონალურ დონეზე ცოდნა (Microsoft Office Word/Excel/Powerpoint)
** ინგლისური ენა - B2 დონეზე ფლობა
** კარგი ანალიტიკური უნარი
** დაგეგმვის/ორგანიზების უნარი
** დეტალებზე ორიენტირებული

დაინტერესებულ პირებს 2021 წლის 27 ივლისის ჩათვლით შეუძლიათ გამოაგზავნონ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@crystal.ge (გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიცია "უმცროსი ფინანსური ანალიტიკოსი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება).

დაფიქსირებული განაცხადების განხილვის შედეგად შერჩეული კანდიდატები იქნებიან გამოძახებული შემდგომ ეტაპზე, ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 3 კვირის ვადაში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |