www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სამშენებლო პროექტების მენეჯერი
მომწოდებელი: ჰაბმშენი
გამოქვეყნდა: 13 ივლისი / განცხადების ვადა: 13 აგვისტო

"ჰაბმშენი" აცხადებს სამშენებლო პროექტების მენეჯერის ვაკანსიას ბათუმში.

კომპანიის შესახებ:

"ჰაბმშენი" არის სამშენებლო-დეველოპერული კომპანია, რომლის მთავარ საქმიანობას თბილისსა და ბათუმში, ქალაქის შემოგარენში, საკუთარი სახლების მშენებლობა წარმოადგენს. კომპანიის მიზანია შეუქმნას ადამიანებს კომფორტული გარემო უკეთ ცხოვრების, მუშაობისა და დასვენებისთვის. "ჰაბმშენი" უკვე 3 წელზე მეტია რაც ქართულ ბაზარზე ოპერირებს.

"ჰაბმშენის" შესახებ დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებგვერდზე: http://www.hubmsheni.com

სამშენებლო პროექტების მენეჯერის სამუშაოს აღწერა:

** ბათუმში ბიზნესის განვითარების სამოქმედო გეგმის შედგენა და საჭირო ადამიანური რესურსის მობილიზება
** ბათუმში ბაზრისა და კონკურენტების ანალიზი
** დირექტორთან და დამფუძნებელთან ერთად პროექტის დაგეგმვა და შემდგომ მართვა
** პროექტის მსვლელობასთან დაკავშირებით ყოველკვირეული შეხვედრების ჩატარება და მათში მონაწილეობის მიღება
** სამშენებლო ნახაზების ანალიზი და მშენებლობის დაგეგმარება
** პროექტების მიმდინარეობის შესახებ დირექტორთან რეპორტინგი
** საჭირო მასალების აღრიცხვა და მოთხოვნის გაგზავნა შესყიდვაზე
** ობიექტებზე მარაგების აღრიცხვა და ყოველი ეტაპის დასრულების შემდეგ ინვენტარიზაციის ჩატარება
** კომუნიკაცია არქიტექტორთან და კონსტრუქტორთან, ან პროექტის დაგეგმარებაში ჩართულ სხვა პირებთან
** სხვადასხვა შინაარსის სამშენებლო ნებართვების გამცემ სამსახურებთან კომუნიკაცია და დოკუმენტაციის მობილიზება
** კომუნიკაციის მომწოდებელ სამსახურებთან კომუნიკაცია და მოლაპარაკება
** ბრიგადების მოძიება, მათთან კომუნიკაცია და საქმიანობის მართვა
** საჭიროების შემთხვევაში, მშენებლობაზე მისულ კლიენტებთან კომუნიკაცია და დირექტორის ჩართვა პრობლემური სიტუაციის შემთხვევაში
** დირექტორთან ერთად მიწების მოძიება, მფლობელებთან მოლაპარაკება და ბაზის წარმოება
** კომპანიაში დანერგილი საინფორმაციო სისტემების გამოყენება

განათლება:

უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც მიღებული აქვთ უმაღლესი განათლება არქიტექტურის ან მშენებლობის მიმართულებით.

გამოცდილება:

უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ სამუშაო გამოცდილება სამშენებლო-დეველოპერულ სფეროში და აქვს Archicad-თან მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები და საკვალიფიკაციო უნარები:

** ორგანიზებულობა და დროის ეფექტიანად მართვის უნარი
** თანაგუნდელებთან მაღალი დონის კომუნიკაციის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** გადაწყვეტილების სწრაფად და ეფექტურად მიღების უნარი
** Microsoft Office პროგრამები, განსაკუთრებით Excel-ის ცოდნა
** სამშენებლო სამუშაოები და მათი შესრულების ტექნოლოგიების/ხარისხის მართვის ცოდნა
** სასურველია Archicad-თან მუშაობის გამოცდილება.
** ენები: ინგლისური და რუსული

სხვა მოთხოვნები:

B კატეგორიის მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილი

** სამუშაო ადგილი: ბათუმი (ყოველდღიური სამუშაო ადგილი დამოკიდებული იქნება ობიექტების ლოკაციაზე)
** სამუშაო განაკვეთი: სრული (კვირაში 44 საათი)
** სამუშაო საათები 09:00-დან 18:00 საათამდე, შაბათს - ნახევარი დღე.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელ-ფოსტაზე: info@hubmsheni.com და გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |