www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროექტის მენეჯერი
მომწოდებელი: Construction Service
გამოქვეყნდა: 13 ივლისი / განცხადების ვადა: 13 აგვისტო

სამშენებლო კომპანია "Construction service" აცხადებს ვაკანსიას პროექტის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო ადგილი: ობიექტების შესაბამისად. ოფისი - რუსთავი
ანაზღაურება: 2000-7000 ლარამდე, შეთანხმებით კვალიფიკაციის შესაბამისად

ძირითადი მოთხოვნები:

** ინჟინერ-მშენებლის უმაღლესი განათლება;
** ინჟინერ-მშენებლად მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** პროექტის მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** არქიტექტურული და კონსტრუქციული ნახაზების კითხვის უნარი;
** სამშენებლო ხარჯთაღრიცხვის ცოდნა;
** პროგრამების ცოდნა (MS Office, Archicad, Autocad);
** სამშენებლო წესებისა და ნორმების ცოდნა;
** ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** ტექნოლოგიური სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;
** შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს, შეუძლიათ გამოაგზავნონ შევსებული СV ფოტოსურათთან ერთად ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@cs.ge 2021 წლის 15 აგვისტოს ჩათვლით. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ სასურველი თანამდებობის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |