www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მექანიკოსი
მომწოდებელი: არგო
გამოქვეყნდა: 13 ივლისი / განცხადების ვადა: 12 აგვისტო

სს "არგო" 2017 წლიდან ფუნქციონირებს საქართველოს ბაზარზე. კომპანია აწარმოებს 7 სახის ლუდს და ლიმონათ ზანდუკელს. ჩვენი პროდუქტი შეგიძლიათ შეიძინოთ მთელი საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე კომპანია აწარმოებს ექსპორტს მსოფლიოს მასშტაბით. კომპანია აცხადებს ვაკანსიას მექანიკოსის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ლილო, ლოჭინის ხევი.
კატეგორია: წარმოება (ლუდი და ლიმონათი)
სამუშაო გრაფიკი: სრული

ფუნქცია-მოვალეობები:

** საწარმოო დანადგარების მექანიკურად გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** მოწყობილობების გასუფთავება, დიაგნოსტიკა, საჭიროების შემთხვევაში მოწყობილობების გამოცვლა;
** საწარმოო დანადგარების პრევენციული მონიტორინგი და გაუმართაობის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება;
** საწარმოო დანადგარების საექსპლოატაციო პირობების დაცვა;

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

სამუშაო გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2 წელი

საჭირო უნარ-ჩვევები:

** ენერგიულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: n.khapava@argo.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |