www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: მარშე
გამოქვეყნდა: 13 ივლისი / განცხადების ვადა: 12 აგვისტო

კომპანია "მარშე" 2012 წლიდან შემოვიდა ბაზარზე და დაარსებიდან დღემდე ზრდისა და განვითარების პროცესს უწყვეტად განაგრძობს. ამ ეტაპზე წარმოების 4 ძირითადი მიმართულება გვაქვს: თევზეული, ძეხვეული, ნახევარფაბრიკატები, პურ-ფუნთუშეული. ჩვენი მიზანია, ვაწარმოოთ საუკეთესო ხარისხითა და გემოვნებით გამორჩეული პროდუქტები. ჩვენ პატივს ვცემთ და თანაბარ შესაძლებლობებს ვაძლევთ ყველა თანამშრომელს განურჩევლად მათი ასაკისა, სქესისა და ეთნიკური წარმომავლობისა.

"მარშე" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: მცხობელი
პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: 18:00-დან 06:00 საათამდე (ღამის ცვლა), დღეგამოშვებით.

ძირითადი მოვალეობები:

პურ-ფუნთუშეული პროდუქციის დამზადება არსებული რეცეპტურის მიხედვით და გამოსაყენებელი ნედელეულის კონტორი;
** საწარმოო პროცესებისა და ტემპერატურული რეჟიმების კონტოლი;
ცომის მოზელა, ფორმირება და საბოლოო პროდუქტის გაფუება-ცხობა;
** წარმოებული პროდუქტის ხარისხის კონტროლი;
** წარმოებული პროდუქტის რაოდენობის განსაზღვრა გამოყენებულ ნედლეულთან მიმართებაში;
** დაქვემდებარებაში არსებული გუნდის მართვა;
** სანიტარულ-ჰიგიენური სტანდარტების დაცვა.

მოთხოვნები:

** მსგავს სფეროში მუშაობის მინ. 1 წლიანი გამოცდილება;
** ორგანიზებულობა და დისციპლინა;
** პუნქტუალურობა;
** გუნდურად მუშაობის უნარ-ჩვევები;

კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

** აპლიკაციების მიღება/გადარჩევა;
** გასაუბრება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@marshe.ge; სათაურის ველში მიუთითეთ "მცხობელი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |