www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: მეგალაბი
გამოქვეყნდა: 13 ივლისი / განცხადების ვადა: 5 აგვისტო

კომპანია "მეგალაბი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე თბილისში და ბათუმში.

"მეგალაბი" ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მსხვილი და მრავალპროფილური ლაბორატორიაა, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ხდება ქვეყანაში არსებული ლაბორატორიული დიაგნოსტიკისა და კვლევების განხორციელების მოთხოვნების სრულად დაფარვა.

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციური მომხმარებლებისათვის კომპანიის პროდუქტების/სერვისის თაობაზე საპრეზენტაციო ფაილების მომზადება/განახლება;
** პოტენციური მომხმარებლებისთვის კომპანიის სერვისების შეთავაზება;
** პოტენციურ მომხმარებლებთან სატელეფონო კომუნიკაცია;
** მომხმარებელთა ბაზის წარმოება;
** არსებული მომხმარებლებთან კომუნიკაცია და მათი საჭიროებების მუდმივი ანალიზი;
** გაყიდვების სტატისტიკის წარმოება და ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობის მიღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (პრიორიტეტულია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით);
** სასურველია მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;

პიროვნული მახასიათებლები:

** გუნდური მუშაობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** დროის მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირება;
** პასუხისმგებლობა;
** ორგანიზებულობა.

სამუშაოს ადგილმდებარეობა:

ქ. თბილისი, პ. ქავთარაძის #23
ქ. ბათუმი, ბარათაშვილის #16.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 5 აგვისტო.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@megalab.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

"მეგალაბი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

"მეგალაბში" თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, შესაძლოა, შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "მეგალაბის" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 3 წლის ვადით. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |