www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სატელეფონო მომსახურების ოპერატორი
მომწოდებელი: ბაზისბანკი
გამოქვეყნდა: 13 ივლისი / განცხადების ვადა: 12 აგვისტო

სს "ბაზისბანკი" აცხადებს ვაკანსიას სატელეფონო მომსახურების ოპერატორის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** გამავალი ზარის განხორციელება/შემომავალი ზარის მიღება;
** მომხმარებლისთვის საინტერესო საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება;
** შემომავალი სატელეფონო ზარების, ბანკის დისტანციური არხებით შემოსულ კითხვებზე პასუხი;
** საბანკო პროდუქტების გაყიდვა;
** საბანკო პროდუქტებზე კონსულტაციების გაწევა;
** ახალი კლიენტების მოზიდვა.

მოთხოვნები:

** სავალდებულოა გამართული წერის და მეტყველების უნარი ქართულ ენაზე;
** სავალდებულოა გამართული წერის და მეტყველების უნარი ინგლისურ ან რუსულ ენაზე;
** მომსახურების პრინციპების ცოდნა;
** ეფექტური გაყიდვების უნარი;
** Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა.

უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ინფორმაციის სწორად და დამაჯერებლად გადმოცემის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@basisbank.ge 2021 წლის 26 ივლისის ჩათვლით. სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |