www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კრეატიული დირექტორის ასისტენტი
მომწოდებელი: ადელანტე
გამოქვეყნდა: 20 ივლისი / განცხადების ვადა: 18 აგვისტო

საკონსულტაციო კომპანია "ადელანტე" აცხადებს ვაკანსიას კომპანია "More is Love"-სთვის კრეატიული დირექტორის ასისტენტის პოზიციაზე. "More is Love" არის მოდის საერთაშორისო მაღაზია, რომელიც წარმოადგენს ადგილობრივ და საერთაშორისო დიზაინერების ექსკლუზიურ მოდელებს (იხილეთ ვებ-გვერდი: http://www.moreislove.com).

ფუნქცია-მოვალეობები:

** კოლექციის მომზადების პროცესში ჩართულობა;
** კრეატიული დირექტორის დავალების მიხედვით, ესკიზების/ჩანახატების გაკეთება;
** არსებულ მომწოდებლებთან და სააგენტოებთან კომუნიკაცია;
** ბრენდების წარმოებაში ჩართულობა;
** მკერავებთან კომუნიკაცია;
** ბრენდ 0711-ის გაყიდვების ხელშეწყობა;
** შეკვეთების განაწილება;
** პროდუქციის ხარისხის კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია ჩანახატების/ესკიზების შექმნის გამოცდილება;
** აუცილებელია ინგლისურის ენის ძალიან კარგი ცოდნა;
** სასურველია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მოდის ინდუსტრიაში;
** სასურველია რუსული ენის სალაპარაკო დონეზე ცოდნა;
** გამართული ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის უნარი.

დამატებითი ინფორმაცია:

** გრაფიკი - ორშაბათი-პარასკევი, 10:00 - 19:00 სთ;
** ანაზღაურება - საწყის ეტაპზე ფიქსირებული 1000 ლარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ელ-ფოსტაზე: info@adelante.ge 2021 წლის 18 აგვისტოს ჩათვლით.

შენიშვნა: გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრებები იქნება ყოველ კვირა. მიღებული განაცხადები, შემოსვლისთანავე განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |