www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: Miniso
გამოქვეყნდა: 20 ივლისი / განცხადების ვადა: 19 აგვისტო

იაპონური მაღაზიათა ქსელი "მინისო" მსოფლიოს 90 ქვეყანაში, 4000-ზე მეტი ფილიალით არის წარმოდგენილი და ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად განვითარებად და წარმატებულ ბრენდად არის აღიარებული. მის მაღაზიებში წარმოდგენილია 8500-მდე სხვადასხვა სახეობის ნივთი.

"მინისო ჯორჯია" საქართველოში 2016 წლის დეკემბრიდან ოპერირებს და დღეის მდგომარეობით 14 მაღაზიით არის წარმოდგენილი.

"მინისო ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის ეფექტური მომსახურების გაწევა;
** პროდუქციის რეალიზაციის ხელშეწყობა;
** ფასმაჩვენებლების სიზუსტის კონტროლი;
** პროდუქციის მიღებაში ჩართულობა;
** თაროებზე პროდუქციის განლაგება /მოწესრიგება.

ძირითადი მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:

** ინგლისური ან რუსული ენების საბაზისო დონეზე ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** გუნდურობა;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** თავაზიანობა;
** შრომისმოყვარეობა;
** კომუნიკაბელურობა.

სამუშაო პირობები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** სამუშაო გრაფიკი: 8 საათი
** კვირაში 6 სამუშაო დღე
** ანაზღაურება: 500 ლარი და მოქნილი საბონუსე სისტემა.

თუ თქვენ გსურთ, იმუშაოთ მეგობრულ გარემოში და გქონდეთ კარიერული ზრდის პერსპექტივა, მაშინ გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: career@miniso.ge და გთხოვთ, ელ.ფოსტის სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და ქალაქი, სადაც გინდათ, რომ განიხილებოდეს თქვენი რეზიუმე.

წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით, რომ კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |