www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ERP პროდუქტის მფლობელი
მომწოდებელი: კრისტალი
გამოქვეყნდა: 20 ივლისი / განცხადების ვადა: 30 ივლისი

ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას ERP პროდუქტის მფლობელის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, სათავო ოფისი
სამუშაო განაკვეთი: სრული

"კრისტალი" ქართულ ფინანსურ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც გამოირჩევა სოციალური პასუხისმგებლობის, გამჭვირვალობის და პასუხისმგებლობიანი დაკრედიტებით. ამ მიმართულებებში კომპანიას თავისი საქმიანობის მანძილზე მრავალი საერთაშორისო თუ ადგილობრივი აღიარება აქვს მოპოვებული. "კრისტალი" უკვე 23 წელია წარმატებით ოპერირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, 50-მდე ფილიალის მეშვეობით მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული და განვითარებაზე ორიენტირებული ფინანსური პროდუქტებისა და მომსახურების შეთავაზებით, ხელს უწყობს ათასობით მომხმარებლის ეკონომიკურ განვითარებას.

"კრისტალის" დიდი გუნდი აერთიანებს 1000 ზე მეტი ადამიანს, რომლებიც ქმნიან საერთო ღირებულებებზე - ზრუნვაზე, გუნდურობაზე და განვითარებაზე დაფუძნებულ კორპორაციულ კულტურას. სწორედ ასეთი გარემო და კოლეგიალური ურთიერთობები განაპირობებს იმას, რომ თანამშრომელთა დიდი ნაწილი უკვე მრავალი წელია კომპანიაშია დასაქმებული, რაც ნათლად აისახება კომპანიის სიძლიერეზე, სტაბილურობასა და წარმატებაზე.

"კრისტალი" გთავაზობთ:

** პიროვნულ და პროფესიულ ზრდას;
** მეგობრულ და პროფესიულ სამუშაო გარემოს.

ძირითადი მოვალეობები:

** არსებული პროდუქტის, ERP სისტემის განვითარება;
** მომხმარებლებთან ERP სისტემის დანერგვა;
** ციფრული პროდუქტების ზოგადი ხედვის და განვითარების გეგმის შექმნა;
** ახალი ციფრული პროდუქტების შექმნა და განვითარება;
** პროდუქტის განვითარებისთვის ახალი მოთხოვნების და ამოცანების ჩამოყალიბება;
** სხვადასხვა ჩართულ მხარეებთან შესასრულებელი საკითხების და მათი დეტალების შეთანხმება;
** დანერგილი პროდუქტის გასაცნობი ინსტრუქციის შედგენა და დაინტერესებული მხარეებისთვის მიწოდება/გაცნობა;
** მომხმარებლებისგან მიღებული უკუკავშირით ფუნქციონალის გაუმჯობესების საჭიროების დადგენა და მისი გეგმაში გათვალისწინება;
** არსებული ფუნქციონალის ფარგლებში სერვისის გამართულობის მონიტორინგი და მისი დროული აღმოფხვრის უზრუნველყოფა;
** პროდუქტის განხორციელების და გეგმის შესრულების მონიტორინგი;
** საჭიროების შემთხვევაში ბაზრის კვლევა და გაანალიზება
** კონკურენტების ანალიზი და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება/დანერგვა;
** საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შედგენა;
** პარტნიორ ორგანიზაციებთან კომუნიკაცია.

საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების/მენეჯმენტის/ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით);
** ტექნოლოგიურ პროექტებზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** კომპანიაში ERP სისტემების დანერგვის პრაქტიკა;
** ERP სისტემის სტანდარტული გადაწყვეტილებების ცოდნა;
** ERP სისტემების ადმინისტრირების გამოცდილება (Admin User);
** საოფისე პროგრამების (Microsoft Office) ცოდნა;
** ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარეობა და დისციპლინირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** საქმიანობის ორგანიზების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ეფექტური ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** ეფექტურად დროის მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
** სიახლეების მიმართ ადვილი ადაპტაციის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე 2021 წლის 30 ივლისის ჩათვლით შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@crystal.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება).

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 3 კვირის ვადაში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |