www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: სასტუმრო კომპლექსი კრუიზი
გამოქვეყნდა: 20 ივლისი / განცხადების ვადა: 15 აგვისტო

სასტუმრო კომპლექსი "კრუიზი" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი

ფუნქცია-მოვალეობები:

** იღებს შეკვეთებს სტუმრებისგან და უზრუნველყოფს შეკვეთების დროულ მიწოდებას;
** მომხმარებლებს აწოდებს ინფორმაციას ყოველდღიური სპეციალური შეთავაზებების შესახებ;
** სტუმრებს განუმარტავს თუ როგორ მზადდება მენიუს სხვადასხვა ელემენტები;
** ამოწმებს სტუმრების კმაყოფილებას და პრობლემის არსებობის შემთხვევაში ახდენს მათ გამოსწორებას;
** ამზადებს მაგიდას და ჭურჭელს;
** საჭიროებების გათვალისწინებით ადგენს დასუფთავების გრაფიკს;
** შეკვეთის შესაბამისად ახორციელებს სამზარეულოსთან კომუნიკაციას;
** იცავს კომპანიაში არსებულ სერვისის, შრომის უსაფრთხოებისა და ჰიგიენის სტანდარტებს;
** აცილებს სტუმრებს მათ მაგიდებთან;
** ამზადებს ჩეკებს, რომლებშიც მოცემულია საკვების საერთო ხარჯები და დამატებითი გადასახადები
** სტუმრების მხრიდან ჩივილის შემთხვევაში ინფორმაციას აწოდებს ზედამხედველს.

საჭირო უნარები:

** სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
** განათლება კვებისა და სასმლის სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა, ნებისმიერი დამატებითი ენა ჩაითვლება უპირატესობად;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** კომუნიკაციის შესანიშნავი უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** დისციპლინირებული.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 15 აგვისტომდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: reservations@cruise.ge სათაურის ველში გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება, ან დარეკეთ მითითებულ ნომერზე: +995 595 59 22 77

მოცემულ ვაკანსიას შესაძლოა დაემატოს პუნქტები ან შეცვალოს ზემოთმოყვანილი აღწერილობა.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |