www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროგრამული მხარდაჭერის სპეციალისტი
მომწოდებელი: თიბისი დაზღვევა
გამოქვეყნდა: 20 ივლისი / განცხადების ვადა: 31 ივლისი

სს "თიბისი დაზღვევა" მომხმარებელს სთავაზობს სადაზღვევო პროდუქტების ფართო სპექტრს, როგორც საცალო, ისე კორპორატიული დაზღვევის მიმართულებით.

"თიბისი დაზღვევის" მუშაობის მთავარ პრინციპებს წარმოადგენს: მომსახურების ხარისხი, ინოვაციური პროდუქტები და მომხმარებლისადმი ინდივიდუალური მიდგომა.

სს "თიბისი დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას: პროგრამული მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი;
განაკვეთი: სრული;

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში:

** შეგეძლებათ იმუშაოთ თანამედროვე, კომფორტულ გარემოში;
** გექნებათ კარიერის განვითარების შესაძლებლობა;
** იმუშავებთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლებისთვის პროგრამის ფუნქციონალთან არსებულ საკითხებზე კონსულტაციის გაწევა;
** მომხმარებლებისთვის ახალი ფუნქციონალის გაცნობა/ტრენინგი;
** პროგრამის სხვადასხვა ფუნქციონალზე მანუალის მომზადება;
** პროგრამული ხარვეზების დოკუმენტირება და ვენდორისთვის გაგზავნა;
** გასწორებული ხარვეზის შესახებ მომხმარებლების ინფორმირება;
** დამატებით ფუნქციონალზე მომხმარებლების მოთხოვნების შეგროვება და პროექტის მენეჯერისთვის გადაცემა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (ინფორმაციული ტექნოლოგიები ან საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი);
** პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერის სპეციალისტად მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
** ჯანმრთელობის დაზღვევის სისტემებთან მუშაობა ჩაითვლება უპირატესობად;
** რუსული ენის კარგად ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ანალიტიკურად აზროვნების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** წერითი და ვერბალური კომუნიკაციის კარგად განვითარებული უნარი;

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tbcinsurance.ge 2021 წლის 31 ივლისის ჩათვლით. გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "პროგრამული მხარდაჭერის სპეციალისტი".

სს "თიბისი დაზღვევა" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ:

ცხელი ხაზი 032 2 242 22 22 *313;
ელ ფოსტა: Incident_Compliance@tbcinsurance.ge.

გაცნობებთ, რომ სს "თიბისი დაზღვევა" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით.
იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

სს "თიბისი დაზღვევა" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |