www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: კავკასიის ავტოიმპორტი
გამოქვეყნდა: 21 ივლისი / განცხადების ვადა: 20 აგვისტო

შპს "კავკასიის ავტოიმპორტი", ბაზარზე წარმოდგენილია 2004 წლიდან. უკვე თექვსმეტი წელია კომპანია ლიდერია. "კავკასიის ავტოიმპორტი", დილერებს და კერძო პირებს სთავაზობს ავტომობილების შეძენას, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. კომპანია წარმოდგენილია ფილიალების ფართო ქსელით, როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ, ასევე ლიცენზირებულია, მონაწილეობა მიიღოს მსოფლიოს წამყვან საავტომობილო აუქციონებზე და გახლავთ COPART-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე გორში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლების მოზიდვა და მათი საჭიროებების ანალიზი;
** მომხმარებლების ბაზის მართვა და მათთან ინტენსიური კომუნიკაცია;
** გაყიდვების პროცესის ეფექტურად წარმართვა.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია);
** გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესად;
** ავტომობილების სპეციფიკაციებისა და მახასიათებლების ცოდნა, ჩაითვლება უპირატესად.

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word, MS Excel - მომხმარებლის დონეზე);
** მომხმარებლის მომსახურების უნარ-ჩვევები (თავაზიანობა, სწრაფი მომსახურება);
** ** ეფექტური გაყიდვების წარმოების უნარი;
** კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა, გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობა, კონფიდენციალობის დაცვის უნარი;
** ყურადღება დეტალების მიმართ.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: HR@cai.ge, ასევე სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება - "გაყიდვების მენეჯერი გორში".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |