www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ოჯახის ექიმის ასისტენტი
მომწოდებელი: თიბისი დაზღვევა
გამოქვეყნდა: 21 ივლისი / განცხადების ვადა: 5 აგვისტო

სს "თიბისი დაზღვევა" მომხმარებელს სთავაზობს სადაზღვევო პროდუქტების ფართო სპექტრს როგორც საცალო, ისე კორპორატიული დაზღვევის მიმართულებით.

"თიბისი დაზღვევის" მუშაობის მთავარ პრინციპებს წარმოადგენს: მომსახურების ხარისხი, ინოვაციური პროდუქტები და მომხმარებლისადმი ინდივიდუალური მიდგომა.

სს "თიბისი დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას: ოჯახის ექიმის ასისტენტი

სამუშაო ადგილი: თბილისი, მედიქალ ჰაუსი.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში:

** შეგეძლებათ იმუშაოთ თანამედროვე, კომფორტულ გარემოში;
** გექნებათ კარიერის განვითარების შესაძლებლობა;
** იმუშავებთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად.

ფუნქცია-მოვალეობები:

** პაციენტებთან მუშაობის გეგმის, პირველადი გასინჯვების და ასიმპტომური დაავადებების სკრინინგით გათვალისწინებული ვიზიტების გრაფიკის შედგენა;
** სამედიცინო (ფორმა 100, შრომის უუნარობის ფურცელი, მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტაცია, ჟურნალები) და ფინანსური დოკუმენტაციის წარმოება;
** მონაცემების შეყვანა კლინიკის ელექტრონულ სისტემაში;
** სამედიცინო ჩანაწერების წარმოება (ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ)
** კლინიკის სპეციალისტებთან და პროვაიდერ კლინიკებთან პაციენტის კომუნიკაცია-კოორდინირების უზრუნველყოფა, პაციენტისთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენის პროცესში;
** ელექტროკარდიოგრამის გადაღება და სხვა მარტივი სამედიცინო მანიპულაციების შესრულება;
** პროვაიდერი სადაზღვეო კომპანიის პროგრამაში მუშაობა- საგარანტიო წერილების შექმნა, გადაგზავნა საჭიროებისამებრ;
** მოთხოვნისამებრ პაციენტებთან ზარების განხორციელება, ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური კვლევების შედეგების გადაგზავნა ელ. ფოსტაზე;
** ამბულატორიული ბარათის მატერიალური ფორმის წარმოებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მოგროვება- დახარისხება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამედიცინო მიმართულებით უმაღლესი განათლება;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** სასურველია ოჯახის ექიმის ასისტენტად მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გამართული მეტყველება;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tbcinsurance.ge 2021 წლის 05 აგვისტოს ჩათვლით.

გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ოჯახის ექიმის ასისტენტი"

სს "თიბისი დაზღვევა" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ:

ცხელი ხაზი 032 2 242 22 22 *313;
ელ ფოსტა: Incident_Compliance@tbcinsurance.ge.

გაცნობებთ, რომ სს "თიბისი დაზღვევა" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით.
იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

სს "თიბისი დაზღვევა" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |