www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დისტრიბუტორი
მომწოდებელი: აგროლაბი
გამოქვეყნდა: 21 ივლისი / განცხადების ვადა: 20 აგვისტო

ხილისა და ბოსტნეულის მიმწოდებელი კომპანია "აგროლაბი" აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუტორის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** შეკვეთების გამზადება წინასწარ გაწერილი რაოდენობების, პოზიციებისა და კომპანიების მიხედვით;
** წინასწარ განსაზღვრულ მისამართებზე პროდუქციის გადატვირთვა;
** ზედნადების მიხედვით შეკვეთების მითვლა/მიწონვა და მანქანის დატვირთვა;
** ობიექტების მომარაგება გაწერილი გეგმისა და მარშრუტის მიხედვით;
** ობიექტებიდან საჭირო ინფორმაციის მიღება და ხელმძღვანელისთვის მიწოდება;
** ავტომანქანის სისუფთავისა და ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი;
** კომპანიის ანგარიშზე დღის ბოლოს ნაღდი ფულის შეტანა;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო განათლება;
** სასურველია დისტრიბუტორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული თვისებები:

** ინფორმაციის სწრაფი ათვისების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დაძაბულ რეჟიმში პროდუქტიულად მუშაობის უნარი.

აუცილებელია აპლიკანტი აკმაყოფილებდეს სადაზღვევო კომპანიის მიერ დაწესებულ მოთხოვნებს:

** ასაკი - არანაკლებ 21 წლისა;
** მართვის მოწმობა B კატეგორია;
** ავტომობილის მართვის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;

დამატებითი დეტალები: ანაზღაურება: 700 ლარი (ხელზე ასაღები)

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე (CV) გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@pfg.ge 2021 წლის 10 ივლისამდე და სათაურში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.

კომპანია მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |