www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ადმინისტრაციული ასისტენტი
მომწოდებელი: UGT
გამოქვეყნდა: 21 ივლისი / განცხადების ვადა: 31 ივლისი

კომპანია "UGT" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის ვიზიტორების დახვედრა და გადამისამართება;
** ვიზიტორებზე და თანამშრომლებზე დროებითი საშვის გაცემა / დაბრუნების აღრიცხვა:
** კომპანიის საკონტაქტო ნომერზე შემოსული ზარების პასუხი და საჭიროების შემთხვევაში თანამშრომლებთან გადამისამართება;
** შემოსული ზარების აღრიცხვა და სტატისტიკის წარმოება;
** ელექტრონულ ფოსტაზე შემოსული კორესპონდენციის მართვა;
** თანამშრომლების ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
** შეხვედრების ოთახების დაჯავშნა;
** თანამშრომლებისთვის ტაქსის გამოძახება;
** ტაქსის აპლიკაციაში თანამშრომლის ნომრის დამატება;
** თანამშრომლების მიერ ტაქსის სერვისით სარგებლობის შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა;
** საწვავის ტალონების გაცემა და აღრიცხვა;
** კორესპონდენციის და ამანათების მიღება/ჩაბარების წარმოება, აღრიცხვა და ადრესატისთვის გადაცემა;
** შემოსული დოკუმენტაციის დაფაილება / მოწესრიგება;
** ხელმძღვანელისთვის განხორციელებული და მიმდინარე საქმიანობის შესახებ ანგარიშის გაგზავნა;
** კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის სხვა დავალების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა.

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** პრეზენტაბელური;
** მოწესრიგებული და თავაზიანი.

სამუშაო განაკვეთი: სრული
კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომლის ჯანმრთელობის დაზღვევას.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 31 ივლისის ჩათვლით ელ. ფოსტაზე: vacancy@ugt.ge და სათაურის ველში მიუთითოთ: "ადმინისტრაციული ასისტენტი".

თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება და დამუშავდება "იუ-ჯი-თი"-ში არსებული/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან მიმართებაში 1 წლის განმავლობაში.

დიდი მადლობა დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |