www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: ჩიკორი
გამოქვეყნდა: 21 ივლისი / განცხადების ვადა: 21 აგვისტო

ქართული ჩირების ბრენდი "ჩიკორი" ახალგაზრდა, სწრაფად განვითარებადი კომპანიაა, რომელიც 2015 წელს დაარსდა. კომპანია აწარმოებს მაღალი ხარისხის, ნატურალურ ქართულ ჩირს და დღეისათვის შეძლო ლიდერული პოზიციების მოპოვება ჩირის ადგილობრივი წარმოების მიმართულებით. კომპანია მუშაობს როგორც ადგილობრივ ასევე საექსპორტო ბაზრებზე.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 სთ

მიზანი: გვქონდეს რაც შეიძლება მეტი მოთხოვნადი და მომგებიანი პროდუქტი/სერვისი, ზრდადი რეგულარული მოხმარებით.

ფუნქციები:

** ციფრული არხების განვითარება და ამ არხებში შედეგების მაქსიმიზაცია;
** ახალი პროდუქტების დამატება და არსებულების დახვეწა/გაუმჯობესება;
** ჯამური გაყიდვების გეგმის ფორმირებაში მონაწილეობა და შესრულების პროცესის მეთვალყურეობა;
** ბრენდის და პროდუქტების პრომოუშენთან, ცნობადობის და სანდოობის ამაღლებასთან დაკავშირებული სამუშაოების მართვა;
** მომხმარებელთან უკუკავშირის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის/მარკეტინგის კუთხით;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა;
** Adobe Photoshop, Adobe Illustrator და მსგავსი პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

ჩვენ გთავაზობთ:

პოზიტიურ სამუშაო ატმოსფეროს მოტივირებულ გუნდთან ერთად;
პიროვნული და პროფესიული უნარების განვითარებას.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის მისამართზე: Info@karelifruits.com; გთხოვთ, subject ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |