www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ქოლ-ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: ოპპა
გამოქვეყნდა: 21 ივლისი / განცხადების ვადა: 21 აგვისტო

სს "ოპპა" (ყოფილი სს "ნოვა ტექნოლოჯი") ფინანსურ-ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ მთელი საქართველოს მასშტაბით ოპერირებს. კომპანია ფლობს ელექტრონულ საფულეს https://www.oppa.ge და PayBox-ის სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალებს. ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიის გარშემო 300 - ზე მეტი თანამშრომელი ერთიანდება. უახლესი ტექნოლოგიები, სისწრაფე და ხარისხი კომპანიის მთავარი ღირებულებებია.

შემოგვიერთდი და მიაღწიე წარმატებას ჩვენს გუნდთან ერთად!

სს "ოპპა" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი.

პოზიციის მიზანი:

** მომხმარებლის სატელეფონო დახმარება/კონსულტაცია;
** მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება.

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** მომხმარებელთა სწრაფი და ეფექტური მომსახურება;
** შემომავალი ზარების/ჩატების მიღება - პასუხის გაცემა და რეაგირება;
** გადამისამართება შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან;
** სპეციალურ პროგრამაში შემოსული პრობლემების შესახებ ინფორმაციის ასახვა;
** მომხმარებლისთვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა და მათთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება;
** საჭიროების შემთხვევაში გამავალი ზარების განხორციელება.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (ნებისმიერი მიმართულებით);
** მინ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება; უპირატესობა მიენიჭება გაყიდვების ან/და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილებას;
** ქართულ ენაზე გამართული მეტყველება;
** სასურველია რუსული ან/და ინგლისური ენების ცოდნა;
** სტრესულ სიტუაციასთან გამკლავების უნარი.

უნარები:

** გუნდურობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სხარტი და ლოგიკური აზროვნება;
** კეთილგანწყობილი კომუნიკაციის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას, გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი.
** იმუშაოთ ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოში;
** განვითარდეთ პროფესიულად და მოახდინოთ თვითრეალიზაცია.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე career@oppa.ge. გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას სს "ოპპა"- მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და თავსებადობის შემთხვევაში განიხილოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |