www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: კინგსი საქართველო
გამოქვეყნდა: 21 ივლისი / განცხადების ვადა: 20 აგვისტო

თუ ჯერ 25 წლისაც არ ხარ და 15 წლიან სამუშაო გამოცდილებას გთხოვენ, თუ შენი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება არ გეძლევა, მაშინ ყურადღებით წაიკითხე ჩვენს მიერ გამოცხადებული ვაკანტური პოზიციის შესახებ და იქნებ შენ იყო ის, ვინც ეს ადგილი უნდა დაიკავოს.

კინგსი საერთაშორისო საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კომპანიაა, რომელიც საქართველოში 2012 წელს დაარსდა და, თავდაპირველად, საგნობრივი ოლიმპიადებს უწევდა ორგანიზებას. 3 წელიწადში კინგსის აქტივობების მასშტაბმა ასი ათას (100000) მოსწავლეს გადააჭარბა საქართველოში.

კინგსი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, მედეა ჩახავას 9.
** სამუშაო გრაფიკი: არასრული განაკვეთი (დღეში 6-საათი).
** სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.(საჭიროებიდან გამომდინარე შაბათი)
** ანაზღაურება: განისაზღვრება კადრის კვალიფიკაციიდან გამომდინარე.

ჩვენ ვეძებთ:

** მოტივირებულ;
** შრომისმოყვარე;
** კომუნიკაბელურ ადამიანებს.

ძირითადი მოთხოვნები:

** ქართულ ენაზე დახვეწილი მეტყველების უნარი;
** ლოგიკური აზროვნება,
** პრეზენტაციის ჩატარების უნარი;
** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა;

დასაქმების მსურველებმა გამოგვიგზავნეთ ნახევარ გვერდიანი სამოტივაციო წერილი თქვენს შესახებ თუ, რატომ გსურთ აღნიშნულ პოზიციაზე დასაქმება.

კანდიდატის შერჩევა მოხდება სამოტივაციო წერილისა და გასაუბრების საფუძველზე. დასაქმებულს კომპანია უზრუნველყოფს შესაბამისი საგანმანათლებლო ტრენინგებითა და მენტორით, რომელიც მის პროფესიულ განვითარებაზე იზრუნებს.შერჩეულ კადრებს ექნებათ შესაძლებლობა სწრაფად დაწინაურდნენ უფრო მაღალ პოზიციებზე წარმატებულად მუშაობის შემთხვევაში.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ წერილი შემდეგ მისამართზე: info@kings.ge და გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |