www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: კავკასიის ტურისტული ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 21 ივლისი / განცხადების ვადა: 20 აგვისტო

სს "კავკასიის ტურისტული ჰოლდინგი"-CTH აცხადებს ვაკანსიას უფროსი ბუღალტრის პოზიციაზე.

კომპანია 2010 წლიდან წარმოადგენს ტურისტულ ჰოლდინგს და მუშაობს როგორც გამყვან, ასევე შემომყვან ტურიზმზე. მასში გაერთიანებულია, თავის სფეროში, ბაზარზე ლიდერი კომპანიები: GASA- რომელიც გამყვანი ტურიზმითაა დაკავებული, ეწევა ავიაბილეთებისა და ტურისტული პაკეტების რეალიზაციას და ოფიციალური სავაჭრო აგენტია საქართველოში ისეთი კომპანიების, როგორიცაა: Pegasus Airlines, Air Arabia, GDM- კი წარმოადგენს საერთაშორისო ტურ-ოპერატორს საქართველოში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის ბუღალტრული აღრიცხვის პროცესის მართვა.
** დაქვემდებარებული კადრების სამუშაო პროცესში ჩართულობა, კონტროლი.
** ბუღალტრული გატარებების (რეალიზაციის, ხარჯების, სალაროს, ბანკის და ა.შ. ოპერაციების) შესრულებაზე მონიტორინგი.
** სხვა ნებისმიერი ხარჯის დარიცხვის დროს, ამ ხარჯის კომპანიის ფინანსური აღრიცხვის პოლიტიკის მიხედვით შესაბამის ანგარიშზე მიკუთვნების კონტროლი.
** ხელფასების, ბონუსების და სადაზღვევო პრემიის უწყისების კონტროლი და დარიცხვის დასტური.
** მივლინების ხარჯების დარიცხვის კონტროლი.
** სესხების ხელშეკრულებების განხილვა და შემდგომი დარიცხვების კონტროლი.
** კომპანიის მასშტაბით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტაში მონაწილეობის მიღება საგადასახადო და ფინანსური აღრიცხვის კუთხით გამართულობის უზრუნველყოფის მიზნით
** ყველა საბალანსო მუხლის სისწორის კონტროლი.
** კონტროლი და მონიტორინგი სავაჭრო მოთხოვნების და სავაჭრო ვალდებულებების. პერიოდების მიხედვით კომპანიებთან შედარებების კონტროლი.
** ნებისმიერი ფულადი გადარიცხვების საგადასახადო კუთხით განხილვა და დასტური.
** ორგანიზაციის საბუღალტრო ოპერაციების კანონმდებლობასთან და საერთაშორისო ფინანსური აღრიცხვის სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.
** ყოველთვიური დეკლარაციების ინფორმაცის მომზადება, სისწორის კონტროლი.
** ყოველთვიური მოგება - ზარალის, ბალანსის და ფულის მოძრაობის რეპორტების დროულად მომზადება და მიწოდება შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკის ან ფინანსების მიმართულებით;
** მთავარ ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 5 წლის გამოცდილება.
** უპირატესობა მიენიჭებათ ACCA სერთიფიკატის მქონე პირებს.
** სასურველია Balance -ში მუშაობის გამოცდილება;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის სრულყოფილი ცოდნა.
** ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა, უპირატესობა მიენიჭებათ სერტიფიცირებულ კანდიდატებს.
** MS Office პროგრამების ცოდნა.
** სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა.

უნარები:

** კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება
** გადაწყვეტილების მიღება, ეფექტური მართვა და ზედამხედველობა
** ინსტრუქციებისა და პროცედურების დაცვა
** გუნდური მუშაობა
** დაგეგმვა და ორგანიზება

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: nata.dolidze@cth.ge და სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება "უფროსი ბუღალტერი".

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |