www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: AML სპეციალისტი
მომწოდებელი: რიკო ექსპრესი
გამოქვეყნდა: 8 სექტემბერი / განცხადების ვადა: 8 ოქტომბერი

საფინანსო ორგანიზაცია "რიკო ექსპრესი" აცხადებს ვაკანსიას AML სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების მიხედვით კომპანიის საქმიანობის შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" საქართველოს კანონით მოთხოვნილი ინფორმაციის მიღება და დამუშავება;
** საქართველოს ეროვნულ ბანკში შესაბამისი ანგარიშგების დროულად წარდგენა;
** კომპანიის შესაბამისი მეთოდოლოგიის და ბიზნეს პროცესების მუდმივი განახლება და მონიტორინგი;
** საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში კანონით განსაზღვრული ინფორმაციის დროული მიწოდება;
** კომპანიის თანამშრომლებისთვის შესაბამისი სწავლების ორგანიზება და საკანონმდებლო ცვლილებების თაობაზე ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა.
** გარკვეული პერიოდულობით დირექტორთან სხვადასხვა ტიპის ანგარიშების წარდგენა.
** კლიენტების და მათი ოპერაციების მონიტორინგი, ინფორმაციის მოძიება და ანალიზი, საეჭვო/უჩვეულო ტრანზაქციების გამოვლენა;
** კომპანიის შიდა პოლიტიკით და პროცედურებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საბანკო სფეროში, აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა, MS Excel-ის ცოდნა მაღალ დონეზე
** ბაკალავრის ხარისხი, სასურველია განათლება ეკონომიკაში, ფინანსებში, იურისპრუდენციაში, საბანკო საქმეში ან მენეჯმენტში.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური აზროვნება,
** ორგანიზებულობა,
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** ოპერატიულობა და დროის ეფექტურად განაწილების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

ხელფასი: 1000 ლარიდან.

საკონტაქტო ელფოსტა: vacancy@ricocredit.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |