www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მხაზველი/კონსტრუქტორი
მომწოდებელი: One Point
გამოქვეყნდა: 8 სექტემბერი / განცხადების ვადა: 30 სექტემბერი

HR აუთსორსინგული კომპანია "ვან ფოინთი - One Point" აცხადებს ვაკანსიას პარტნიორი ორგანიზაციის მხაზველი/კონსტრუქტორის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ჯგუფთან ერთად ახალი და ძველი ნაკეთობების შექმნა/მოდერნიზაცია;
** 3 განზომილებიანი მოდელების შექმნა, ესკიზურ-ტექნიკური პროექტის შემუშავება;
** შედგენილი მოდელების განდეტალების შედგენა;
** კონსულტაციას საამქროებს ნაკეთობების დამზადებისას წარმოების პროცესში;
** საწარმოო დანადგარებისთვის 2 განზომილებიანი ნახაზების შედგენა;
** მონაწილეობას იღებს ტექნიკური და საკონსტრუქტორო საკითხების გადაწყვეტაში;
** მონაწილეობას იღებს საწარმოში გამოშვებული ნაკეთობების კონსტრუქციის სრულყოფაში (ხარისხი, საიმედოობა, რესურსი და სხვ.)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური ენის ცოდნა;
** ჩამონათვალიდან რომელიმე პროგრამის სრული ფლობა: AutoCAD, Mechanical Desktop, Solid Works, CATIA V5.

როგორ დაგვიკავშირდე?

გამოგვიგზავნე CV 30 სექტემბრის ჩათვლით ელექტრონულ ფოსტაზე: jobs@onepoint.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითე ვაკანსიის დასახელება "მხაზველი/კონსტრუქტორი".

ან შემოდი ჩვენს Facebook გვერდზე: https://bit.ly/2SClDeU და მოგვწერე პირად შეტყობინებაში.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნებისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |